Advertisements

გულმა თქვა ცოტაც დარჩაო…

???!!!???!!!???!!!???!!!???!!!

წყალდიდობა ორთაჭალაში

წყალდიდობა იყო თბილისში, ვიცი,რომ შენც გაიგე. რამდნიმე ადამიანი გარდაიცვალა იქიდან 2 ბავშვი…  ორთაჭალაში, თითქოს მეორედ მოსვლა იყო და ამ მოსვლას მხოლოდ ახლომახლოს  მყოფები შეესწირნენ. ყოველთვის,როდესაც ამ ქალაქში თუ მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება არ აქვს მნიშვნელობა სტიქია ეს თუ პოლიტიკური მოვლენა ეპიცენტრში  ჟურნალისტები არიან. სირთულეების მიუხედავად მზად არიან მოიპოვონ ის რაც საზოგადოებას უნდა მიაწოდონ.

ეს იყო ღამე,რომელიც გაგრძელდა უსასრულოდ. უბედურების ღამე,რომელმაც მომცა საშუალება თავი ჟურნალისტად ანუ ყოვლის შემძლე ადამინად მეგრძნო.

შაბათი დილა-7 საატზე წავედიტ ვარძიაში და მთელი დრის განამვლობაში ვირებდი სიუჟეტს,რომელიც დავასრულე 9 საათსა და 35 წუტზე და მხოლოდ ამის შემდეგ სამონტაჟოდან ჩაბვედი ჯურნალისტებისთვის სამუშაო ოტახში. ვარძიის ისტორიებს მოგვიყვებიტ მოგვიანებით .

ხომ იცით როგორც მჩვევია ტითქოს მეზარება დარლილი ვარ და სინამდვილეში უბედნიერესი ვიყავი,როდესაც გავივგე,რომ წყალდიდობის გამო დუშეტში მიწევდა წასვლა. მაგრამ დუშეტში სხვა ჯგუფი უფრო მოგვინებით წავიდა. მე ორტაჭალაში წავედი.

თავდაპირველად ჩვენი მანქანა დავტოვეთ აბანოებთან,რადგან მოძრაობა გადაკეტილი იყო . მე და ჩემი ოპერატორი გავუყევით გზას,რომელიც დაახლოებიტ 4 კილომეტს სეადგენდა, მაგრამ ერტ კილომეტრში ვირაც კაცმა გზაზე აგვიყვანა შემდეგ კი იუსტიციის სამინისტროდან ისევ ფეხიტ გავუდექით გზას.

მთავარ მოედანზე კოჩამდე წყალი დაგვხვდა, გიგიც იქ იყო ჩვვენი ქალაქის მერი. სამასველოს სამსახურის უფროსიც. ვერ გავიგე რა ხდებოდა, ტავდაპირველად სასწრაფოს ექიმი ცავწერეთ. რომელსაც ინფორმაცია მხოლოდ 2 დაშავებულის სესახებ ჰქონდა. საბოოლოდ დაშავებულთა რიცხვიც მეტი აღმოჩნდა… სამაშველო და სასწაფოს მანქანებებს ავცდი თუ არა მივხვდი,რომ იქ არ მოვხვდი სადაც მეგონა მოვდიოდი. ათობით მანქანა გადმობრუნებული ან დამტვრეული ტივტივებდა წყალში. ხეები და და უცაბედად გამოჩენილი ნავებიი არეულიყვნენ ერთმანეთში. შეშინებული ხალხი გაჰკიოდა მიშველეთო და სამაშველო და სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მამაკაცები ხან ეღტის დასახმარებლად მიდიოდ§ენ ხანაც მეორის. წყალმა იმატა, წვიმს ეს საშოინელი წყალი არ წყვეტს იდან ცვენას. მე, ოპერატორი და ცართული კამერა სულ უფრო და უფრო მეტად ვცდილობ გადავიღოთ ის რაც ალბათ პირველად იხილა ჩვენი თვალის ობიექტივმა, ჩემმა ყოველშემთხვევაში. რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგი და მივხვდი რომ წყლის ტალღის სიძლიერემ და რაოდენობამ იმატა. სხვა გზა არ გვქონდა მეორე ნაპირზე უნდა გადავსულიყავით იქ სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო. სწორედ იქიდან იყვნენ გამოყვანილი ის ორი დაშავებული,რომელზედაც გვესაუბრებოდა სასწრაფოს ექიმი. ტანზე შემოხეული ტანსამლითა და დასისხლიანებული ხელებით მამაკაცები ცდილობდნენ ვითარების გაუმჯობესებას. დაწესებულებიც ეზოდან არ ვიცირატომ,მაგრამ მუსაობდნენ კინოლოგებიც. მოგვინებით უწყების მინისტრიც გამოგიდა გარეთ. რაც მტავარი არც ერთი პატიმარი არ იყოი საფრტხის ქვეშ. ყველფერი ონროლს ექვემდებარებოდა და პანიკაში არც ერთი მსჯავრდებული არ იმყოფებოდა. რადმენიმე კადრი ადგილზე გადავირეთ. გავუდექით გზას. ცივა, ფეხები სველია. სახეზე ცამოდის წყალი,რომელიც ცვეთებიც გაუთავებლად გეცემა თავზე. 

-ღმერთო მომეცი ძალა გავიგო რა ხდება და შევძლოთ მუშაობა. ჯერ ვფიქრობდი და შემდეგ უკვე ხმამაღლა ვეუბნებოდა უფალს.

კედლები ჩამონგრეული და ალბათ წელამდე წყალი  იდგაა შენობაში. ადგილზე მობილიზდა მძიმე ტექნიკაც,რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურს ავტომობილების გადაადგილებაში ეხმარეობა. წყალი ამასობასი მატულობს, მატულობს ადამინთა რიცხვი,რომელებიც პატიმრების ვითარების გასარკვევად შეიკრიბა. მოგვინაბით გადავინაცვლეთ მთავრი მოედნის სადრევანთან. მაშველთა ჯგუფმა გაგვაფრტხილა სწალში ორმოებია და ფრთხილად იყავითო. და მაინც მიუხედავად იმისა,რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა:) ცვენ მაინც იმ საშინელი კადრების გადაღებაზე ვფიქრობდით. შადრევანთან rtv-ს გადამრები ჯგუფი დაგვხვდა. პირდაპირ ეთერში იყვნენ და შოკში ვიყავი. შემშურა… თეთრი თუ შავი შური არ ვიცი. ისე მოინდა ჩვენც ეთერში ვყოფილიყავით არ იცი ..როგორც გაირკვა ადგილზე 4 გადამღები ჯგუფი მუსაობდა. ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი ჯგუფი ვიყავით. მას სემდეგ გადავინაცვლე გარემოს დაცვის სამინისტროსთან, დაგავირე დატბორილი შენობები. დაზარალებული მოსახლეობა. ქვიშიტ სავსე ქუჩეები, წაქცეული ხეები… ერთი ადგილიდან მეორეზე დადაადგილება რთული იყო… რადგან დინება იყო სწრაფი და გიჭირდა მუშაობაც და თავისთავად სირული. თვალში,როგორც იქნა მომხვდა სხვა კონკურენტი არხების ჟურნალისტებიც. მათ ჯერ არფერი ქონდა ნანახი და გადაღებული. ცვენმა კამერამ მუსაობა შეწყვიტა. დროებიტ პანიკაში ავღმოვჩდი. იყო მასალა და ვერ ვუღებ. ტივებით დაწოყო საგანგებომ მუშაობა, დაშავებულები გამოყავთ გორგასლის 83 ნომრიდან.  01:30 წუთზე წვვიმამა სედარებით გადაიღო. კამერა აზრზე მოდის. სამაშველოსგან ვიგებ ,რომ მესამე ჩიხში გარდაცვლილები არიაან, მე და rtv-ს გადამღები ჯგუფი ვინაცვლებთ ერთი ადგილიდან მერეზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის პირდაპირ, არის შესასვლელი, დაახლოებით ერთი კილომეტრი ფეხით ავუყევით აღმართს და შემდგომ მარცხნივ. უამრავი ავტომობილი… განათებული სამაშველო ბრიგადების ავრომობილები. ხმაურიიი.. ვიღაც კაცი მოთქვამს

-ბავშვი იყო, 6 თვის ღმერთო ვერ გადავარჩინე.. 

ვირაც გაჰკივის და უცნაური მიმართულებით თითს იშვერს. ვერ ვიგებ რა მინდა ავტოფარეხში. არ მიშვენებ, შედიან მაშველები ვირებვ კადრებს

-არ ვიცი რა გამოვა, კამაერა არ ვარგა. მითხრა ოპერტორმა და მაინც ვმუშოაბთ. გაუთავებელი ზარი ტელეფონზე და და მისი ხმაც წყდება. საბოლოდ კამერასთან  ერთად ვიღებ ტელეფონით. რამე რომ იყოს მასალა მექნება. იდეა მომაწოდა ჩემა პროდიუსერმა(ყველაზ ეკარგი პროდიუსერი მყავს…) . გიგიც მოვიდა მთელი ღამე არ გაჩერებულა ისიც ხალხში იყო და ხალხთან ერტად გაიზიარა ყველას ტკივილი. ალბათ ყველა ქალაქის მერი ასე მოპიქცეოდა, მაგრამ შეძლო ასე არ მოქცეულიყო.

საბოლოოდ ჩვენც გიგისთან ერთად ავღმოვჩნდით ავტოფარეხში. შესვლისთანავე მარჯვნივ ნაჩერში გახვეული 2 ბავშვი დაგვხვდა.

-მკვდრები არიან, მათ დედას ვეძებთ …

კამერა დასველდა. გულიც. ვერ ვიღებთ.

-მე მაინც გადავიღებ რა გამოვა არ ვიცი, მიტხრა ცელმადე სველმა და ანერვიულებულმა ოპერატორმა.

მეც ვღელავ, ადამინია ისიც და მეც. და მაინც ვფიქრომ კამერაზე და მასალაზე,რომელიც უნდა ჩავიგდო ხელში. ავტოფარეხის უკან გასასვლელი კარი იყო. დაწვრილებიტ არ მახსოვს კადრი მაგრამ საბოლოოდ აივანზე ავღმოვჩნდი,რომელის კიბეებიც რამდენიმე სართულით ქვევით ჩადიოდა, სწორედ იქიდან მაოიყვანეს ქალი, რომელიც ამ ბავშვების დედა იყო. ჩჩვენ ტვალწინა , არაფერი ეფარა და ტალახში იყო ამოსვრილი. გარდაცვლილი ქალი ბავშვებტან ერტად პროზექტურაში გადაიყვანეს.

ვაგრძელებტ მუშაობას, ვწერთს სინქრონბებს, ხალხს,რომელიც ამ უცნაურ სახლში ცხვრობდა, დაახლოებით 200 ოჯახი იყო დასახლებული ავტოფარეხების ქვევით საკუტარი ხელით აშენებულ 4 სართულიან სახლში.

როგორც გაირკვა 3 ადამინთან ერთად კიდევ ერთი ქალი იყო გარდაცვლილი, სწორედ ის ვისთანაც იყვნენ ოჯახში სტუმრად მისულები. სახლში ყოფილან. საცხოვრებელი სახლის უკნა ნაწილში ხელოვნურად გაკეთებული ეზოს თავზე ხევი იყო, საიდანაც წყალი ჩამოვიდა და 3 სართული დაიბორა. ოჯახში მყოფმა ვერ ერთმა ადამიანმა თავს ვერ უშველა. 

-ჩემი შვილი იყო სიგნით, სადაც ეს უბედურება მოხდა, ის ამბობდამინდოდა პატარა ბავშვი გადამერჩინა მაგრამ წყლით ყველაფერი წამში აივსო, სულ ხეები მოჰქონდა და მეც მიმაყოლებდა ამიტომაც უკნ ამოვედიო. ღმერთო 6 თვის და მერე 3 წლინახევრის ბავშვი იყო… ამომბდა ქალი,რომელიც ეზოში ზხვა  მეზობლებტან ერთად იდგა.

ბევრი იყო ისეთი ვისაც მხოლოდ სახლზე დარდობა და იმ ბავშვების ბედზე სულაც არჩიოდა. ზოგი უბრალოდ ამბის გასაგებად ამოსულიყო. ამ დროს სხვა არხების ჟურნალისტებიც ამოვიდნენ. ღემრთო საშინელება იყო.

შემდგომ ისევ დავუბრუნდით გულიას მოადანს, ისევ მაშველები ისევ დაშავებულტა გამოყვანა საცხოვრებელი ადიგლებიდან, დაახლოებით 5 საათი იყო. თუ უფრო მეტი არა, ორი ჯგუფი მოვიდა შემცვალეს დაგადანაწილდნენ ერთი მესამე ჩიხში მუშაობდა და მეორე გულიას მოედანზე. მე წამოვედი სამსახურის

მივხვდი,რომ ჩემი სამსახური ერტი დიდი შეკრული გუნდია. ეს არის ჯურნალისტების, პროდიიიუსერების, მემონტაჟეებისა და ოპერატორების ერთი დიდი ოჯახი. დიახ არ მინდა არ ავღიშნო მთელი ღამე მძღოლი,რომელიც დავტოვეთ აბანოებტა იქ იყო და პერიოდულად გვიკავშირდებოდა. მასაც ადარდება ჩვენი ბედი და არ მივუტოვებივარ, მტელღამე ისიც ცდილობდა ჩვენამდე მოღწევას და საბოლოდ დაახლოებით 5 ნახევარზე ისიც ჩვენამდემოვიდა.. ესეცი იმიტომ,რომ ისიც და მისი სხვა კოლეგებიც ჩვენი ოჯახის წევრები არიან ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება რადგან ეს არის ამ კომპანიის აუცილებელი ნაწილი. მარიამმიც რეკავდა და მე ვურეკავდი მას, ისიც ჩემსავიტ და მეც მასავიტ მანიაკი ვარ ასეთი გადაღებების, თავიდან წვიმის გამო მძღოლმა ვერ მიაღწია მის სახლამდე ვიცოდი,რომ გიჟივით იყო, როგორც იქნა ისიც გაადაღებაზეც აღმოჩნდა.მაბოდებს ამ გოგოზე.

დიახ! სამსახურში მოვედი პირველი რაც პროდიუსერმა გვკიტხა ჩვენი მდგომარება იყო

-ცოცხლები ხართ?

არაფერი გინდა სხვა როდესაც იმ ადანს ვინც შენ უფროსად გეკუთვნის აინტერესბეს შენი მდგომარეობა.

ცუდათ ვიყავი, მაგრამ ამის თქმა საწირო არ იყო. მაშინათვე ავედი სამონტაჟოში და მასალა შევაგორე, ერთად ვაგორებდიტ ერთად ვშიფრავდიტ. ჟურნალისტები და ოპერატორები სამსახუში ღამენათევ მემონტაჟეებსა და პროდიუსერებს რამის ისტორიებს ვუზიარებდიტ. ერთად შევკარით სპეც გამოშვება და ერტად გავედიტ ეთერში. მტელი დრე ვგრძნობსი თანადგომას და მას დაფასება დავრქვი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მას ჩვენ გამოვხატავთ.

კვირის პროდიუსერზე ვგიჯდები რადგან მანაც იცის რა გვიყვარს ჩვენ და რა შეგვიძლია

-მე ვიცი,რომ თქვენ იქ უნდა ყოფილიყავით რადგან ვიცი,რომ ეს ეპიცენტრში ყოფნა გიყვართ.

იცისსს… მართლა… ალბათ იმიტომაც მიყვარს

ორშაბათ ჟურნალისტების თათბირი იყო. ჩვენი საინფორმაციოს უფროსმა კარგად იციდა წყალდიდობის თავგადასავლები. იცოდა ყველა ჩვენგანის კადრი, სინქოინი, შუმი თუ დასველებული ფეხების ამბავი. მადლიერი ვარ…. და მადლობა მათ…. 

წყალდიდობაზე სხვადასხვა წერტილში  ვიმუშავეთ-მარიამა, ნათიამ, დათომ, გიგლამ,მე, 5მა ოპერტორმა, პროდიუსერება და 5 მემონტაჟემ.

 

მორჩილი ნინო…

ბევრი მეუბნებოდა უბანში, მაგრამ არ მჯეროდა. გუშინ გავბედე და მივედი.  მორჩილი აღმოჩნდა-ნინო.

უკვე რამდენიმე წელია კუტუზოვზე მხვდება. სიუჟეტზე უარი მითხრა, მაგრამ შემპირდა დაგირეკავო. ვიცი იმედს არ გამიცრუებს. ის ხომ ღმერთთან არის ახლოს.

იცი ვიზე ვსაუბრობ? კუტუზოვის პოპულთან შავ სამოსში გამოწყობილი ქალი ,რომ დგას. ფულსაც არ გგთხოვს უბრალოდ გლოცავს. გაოგნებული ვარ ისტორიით.

18 წლის შვილი და მეუღლე ყავს გარდაცვლილი. მას მერე ეკლესიაში მივიდა და 18 ტაძარი მოილოცა, შვილის სახელზე. ეკლესიურად არ ცხოვრბდა, მაგრამ უფლის წამდა… საბოლოოდ ,როდესაც ბერად ყოფნა მოინდომა:

-რას ვერშეძლებდი მთელი ცხოვრების მანძილზე?

-მათხოვრობასო…

ხო და შეძლო ის რასაც ვერ შეძლებდა და აღთქმა დადო. ჯერ ფეხზე დგომით უნდა ემათოვრა, შემდეგ კი ჯამრთლობის გამო მჯდომარე გახდა. ახლა კი უკვე მერე ტაძარს აშენებს კახეთში. შემოსული თნხა აუცილებლად უნდა მოხმარდეს თნხა და თუნდაც წაიქცეს ქუჩაში ამ ფულის გაოყენების უფლება არ აქვს. ამის შემდეგ კი მორჩილებას დაასრულებს და როგორც ხდება დედა თუ მონაზონი გახდება. არ ვიცი ზუსტად ხარისხი გაიზრდება. 

სიუჟეტზე მითხრა,რომ ყვეფერს გაგაკეთებინებ ოღონდ ჯერ დრო მომეციო. დრო მაქვს 23 ნოემბრამდე,გიორგობის დ)ღეს მისი აღთქმაც სრულდება და ტაძრის მშენებლობაც.

მორჩილმა მითხრა, რომ ყველა,როდესაც გეყვარება მაშის ბედნიერი იქნები,იმიტომ,რომ იმას შეძლებ რაც გონია,რომ შეუძლებელი.

-მე სიყვარული ვისწავლე და ეს სიყვარული ამ ხალხმა მასწავლა, ქუჩაში ყოფნამ მასწავლა და მივხვდი,რომ მე უფრო მეტი შემიძლია. მითხრა და ცრემლებიც მომადგა. 

მივხვდი,რომ ყველაზე კარგ საქმეს ემსახურებოდა. კიდევ ერთელ მივხვდი,რომ ისინი უფორ ბედნიერები არიან ვიდრე ჩვენ.

-სიუჟეტზე უარს გეტყოდი, მაგრამ მოსმენა შეგიძლია ამიტომაც დაგირეკავ და სიჲჯეტს გაგაკეთბინებ. გპირდები.

ველოდები მეც.

პ.ს. კუტუზოვის პოპულთნ შავებში ჩაცმული ქალი მორჩილია, მიაწოდეთ ხურდა! ის ხურდა ტაძარს ააშენებს!!!

ავად ვარ…