მესტია-იმპროვიზირებული ”ლამპრობა”

მერე მეტყვით გიჟი ხარო. არადა უბრალოდ მეტირება. მეტირება იმიტომ,რომ ისევ ამ ხმაურში დავბრუნდი. ხანდახან მგონია,რომ მოწოდებით დიასახლისი ვარ და უბრალოდ ძალიან მიყვარს მთა, სიმშვიდე, ბუხარი და ცხელი ჩაი. ხანდახან კი მგონია,რომ საგარეო საქმეები მიზიდავს და სულ სამუშაო პროცესშ იუნდა ვიყო. მოკლედ ალბათ ყვეფერი მაინც ცხოვრების ბედ-იღბალზეა დამოკიდებული. თუმცა ვაღიარებ, რომ სიამოვნებით გავატარებდი ცხოვრების ნაწილს მშვიდ და მყუდრო მთიან რეგიონში. თავისთავად პატარა სახლში დიდი ეზოთი. არ ვიცი, ახლა ასე ვთვლი…

3 დღე გავატარე მესტიაში. გადაღებაზე ვიყავი და უნიკალური მივლინება გამოვიდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წაგვიყვანა. ძალიან კარგი და საინტერესო ადამინებთან ერთად უნიკალური სამი დღე გავატარე. 

თავდაპირველად 9 თუ უფრო მეტი საათი გზაში გავატარე. უამრავი გაჩერებისა და წუწუნის თანხლებით. მე ესეთ დროს ყვეფრით კმაყოფილი ვარ ხოლმე,რადგან მგზავრობაც მიყვცარს და მითუმეტეს მოლოდინი მაქვს ვებერთელა. დიახ! მადლიერების გრძნობა მიჩნდება, რომ იქ სადაც ვარ ვარ მე და არა ვინმე სხვა. მადლიერი ვარ უფლის იმიტომ,რომ იმ ნატვრას მისრულებს,რომელიც გამაჩნია! პროდიუსერის, რადგან საპასუხისმგებლო საქმეს მანდობს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის რადგან ამ მიუხედავად იმისა,რომ სამუშაოდ მივყავართ ვიცი,რომ მომდევნო დღეების განავლობაში ყველანაირ პატივს გვცემენ 🙂 მოკლედ მიხარიააა. და აჟიტირებული ვარ,როგორც მჩვევია.:):):):)

მესტიაშიც ჩავედით 4 სხვადასხვა არხის ჟურნალისტები და ოპერატორები სხვადახვა სასტუმროში დავბინავდით. ვფიქრობ გამიმართლა. დიდი ხის სახლი. ბუხარი, ხის სკამებით და მაგიდებით. ირგვლივ დათოვლილი ტყე, დათვის 2 უსაყვარლესი ბელი, რომელსაც მონადირეებმა დედა მოუკლეს და ტყიდან ჩამოსულან. 2000 მეტრიანი სათხილამურო ტრასა, კანატკა და სრული იდილიააა…. აუ არ იცით როგორ მინდა ახლა იქ ყოფნააა….. ძალიააანნნნ…

თითქოს ერთი ხელის მოსმით მოწყდი ყვეფერს. ისვენებ და მუშაობ იმ თემამზე,რომელიც გაინტერესებს და გზადაგზა არკვევ კუთხურ ტრადიციებსა და აგემოვნებ იმ უნიკალურ კერძებს,რომელიც თბილისშის და სხვა რომელი კუთხეში ც გაგისინჟავს, მაგრამ ადგილობრივების დამზადებულს სულ სხვა გემო აქვს:)

მიუხედავად დაღლისა პირველ დრეს გვიან დავიძინეთ. ბიჭებმა დალიეს. გოგოებმა არა… მერე ვუსმენდი სვანების შესრულებულ სხვადასხვა სიმღერებს. ტამტამი და სწრაფი ტაში თანხლებით შესრულდა წეკვები და წაიკითხეს ლექსები. ერთადერთი ვინატრე ჩემი ბლოკი რათა ბევრი წერის შესაძლებლობა მქონოდა.

მერე დილა დაიწყო წინა დრის არჩევით და შევუდექით საქმეს. გოშთელიანების ოჯახში ლამპრობის სამზადისი გადავიღე. ოჯახის უფროსმა დაჩეხა არყის ხე და ლამპარი დაამზადა დიასახლისმა კი ამ დღესასწაულისთვის სპეციალური ყველიანი კვერი დაამზადა. ისტორიებს მიზიარებდნენ და ყვებოდნენ,როგორ მოდიოდა ეს ტრადიცია. თურმე უკვე 10 სააკუნის არის, 9 ნახევრის უეჭველი ყოველშემთხვევაში.

მას შემდეგ ისვე კანატკას დავუბრუნდით სადაც ლამპრობის საზადისი იყო . გვიან ღამე ლამპრებიც დაინთო და კოცონის აგიზგიზდა. ადგილობრივმა ანსამბლება ფერხული და სვანური სიმღერები შეასრულეს. ეს ყვეფერი ტურისტებისთვის იყო გათვალისწინებულიიი. და ტურისტებბიც ტკბებოდნენ სანახაობით. მეც ტურისტი ვიყავი იმ დროს, მე ისეთივე გაცებული ვიდექი,როგორც რომელიმე სხვა ქვეყნის წამროადგენელი. ისევე მიხაროდა ამ ყველაფრის მზრა,როგორც მათ ან უფრო მეტად, ესეც ხომ საქართველოა, ესეც ხომ ჩვენი ქვეყნის ლამაზი ტრადიცია იყო. ღმერთო ჩემო რა კარგია ქართველობა. მე ბედნიერი ვარ რადგანს აქართველოში დავიბადე. ულამაზეს საქართელოში…

ღამე ბევრი ვიმხიარულეთ, ორჯერ ნახადი არაყი ზედაში მოგვართვეს და მთელი ღამე შევექცეოდით, გვაინ ღამე დათოვლილი გზა გადავიარეთ და უამრავი ფოტოები გადავიღეთ. სულ დამავიწყდა 7 საათისთვის კანატკაზე ავედით და გავიყინეთ. მაგრამ კარგი იყო რადგან ავედით :))

მესამე დილა უკვე ცუდი იყოო… ჩანთები ჩავალაგეთ და 1 საათისთვის თბილისისკენ მომვალ გზას დავადექით. დავტოვეთ ტკბილი მოგონებების ადგილი და შემდეგი დღისთვის გასაკეთბელ სიუჟეტებზე დავწყეთ ფიქრი. მოგონება დარჩება მოგონებად. ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მოგონებად. გზაში ჩემი ქალაქი ც გავიარეთ, ჩემი პატარაც ვნახე:) კარგი დღეები იყო. 

ბედნიერი დღეები იყოო.. და ბედნიერი ვიყავი.. მადლიერი ვარ… და ამ მადლიერების გრძნობა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემ თავში :)) მართლა:)

Advertisements

d

ატენის ხეობა

მთელი დრეს გავატარე ყინვაში. ეს ის ყინვა ხანდახან, რომ გაძლიერებს კიდეც. ბედნიერი ვიყავი, იმიტომ,რომ ბუნებაში ვიყავი მე კი ბუნება მიყვარს. ბედნიერი ვიყავი,რადგან გადაღებაზე ვიყავი და იმიტომაც, რომ ჩემ ცხვრებაშ ი კიდევ ერთ სასწაულს გავეცანი. ატენის ხეობაში ერთ-ერთი სოფელში არის ჩანჩქერი,რომელიც ყოველ ზამთარს იყინება. ულამაზესი ადგილია და მე ეს ადგილი ჩემ ცოვრებაში პირველად ვნახე.

მომენცონა განა მხოლოდ იმიტომ,რომ იქ ვიყავი იმიტომ ,რომ ჩემთან ერთად ჩემი მეგობრებიც აღმოჩნდნენ, ისეთი მეგობრები არა, ერტხელ რომ დალევ და მერე დრეს აღარ გახსენდება. ჩემი ლამაზი სტუდენტობა იყო ჩემთან ერთად, ჩემი ლამაზი ბათუმი იყო ჩემთან ერთად, ჩემი ლამაზი ბედნიერება და ტკივილი იყო ჩემთან ერთად . ეს ჩვეულებრივი მეგობრობა არა ეს არის მეგობრობა,რომელიც იწყება და აღრასდროს აღარ სრულდება.

მასტან ერტად K2-ს ბავშ[ები იყვნენ, მასთან ერთად ანი-გვანცა იყო. მასთან ერთად ბედნიერება იყოოოოო…. ძალა ვიგრძენი ,რომელსსაც იშვითად ვგრძნობ თითქოს დადებითი აურა მაჩუქეს და მითხრეს აი შენია და შეინახე სიცოცხლის ბოლომდეო. მეც შევინახავ იმიტომ,რომ ეს ძალა დადებითია. სინქონების ჩაწერაში დამეხმარნენ, შემდეგ კი სტენდაფის ჩაწერის შესაძლებლობა მომცეს.

წარმოიდგინეთ 50 მეტრიანი გაყინული ჩანჩქერი ერთმანეთს გოგო-ბიჭერბი ცოცვაში ეჯიბრებიან წამებში იპყრობენ კედელს, მე კი ამ დროს ვიხვეწები სტენდაფი მინდათქო. და უარიც არვის უთქვამს დამკიდეს თოკები და შემაბეს კლდეზე, თან ყინულის კლდეზე. ვიყინებოდი, მტკიოდა, მაგრამ მესმოდა ხმა:

-ნუ კანკალენ, ნუ ნერვიულობ, ჩაწერ, შეძლება.

მაძლიერებდა K2-ის გიო 🙂 გენილური ადმინი….ააააა….აააა…აააა….ააააა რომ ჩამოვედი იქიდან ხელებს ვერ ვგრძნობდი და სხვადასხვახერხები მასწავლეს 🙂 მე მაინც ვწუწუნებდი :(((( კარი იყი, იმიტომ რომ ბედნიერი ვიყავიიი..,. დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვიყავი… არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ წამოვედიიი … კარგიი იყოოო….

მოკედ წარმოვედით დაჩამოვედით სიუჟეტის არც ერთი სიტყვა არ შეუცვლია პროდიუსერს.!!! ამაყი ვარ!!! მაგრამ ფირი გაწყდა, თან იქ სადაც მასალა იყო დაყენებული. მიდოდა მეტირა… მაგრამ არ მეტირებოდა,განა იმიტომ,რომ სტენდაფს ვჩიოდი, იმიტომ ,რომ ბავშვებმა ასე მოინდომეს და ასე დამეხმარნენ. :((((((((( 

ძალიან ლამაზი დრეეე იყოოოო….. მაინცცც…. ბედნიერი ვიყავი…. მაგრამ ახლა ვგრძნობ,როგორ მეტირებააა:(((

2 დღე უდაბნოში

    ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეები იყო. შაბათობით ტრადიციულად ვმუშაობ. კინო ”ამირანში” მივდიოდი, როდესაც გეგმები შეიცვალა და საგარეჯოს რაიონში, სოფელ უდაბნოში გამიშვეს. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობა სოფლეში იყო ჩარჩენილი და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ჩვენც წავედით იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა პატარა სოფელში.

საგარეჯოდან ხელმ მარჯვნივ მიმავალ გზას გავუყევით, დაახლოებით 2 კილომეტრი გადავიაერეთ და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებსაც შევხვდით. ნამქერი ყოფილა,რომელიც ტრადიციასავით ყოველ ზამთარს მოდის და თოვლის დადნობასთან ერთდ მიდის. მოკლედ მოსახლეობა იმ სოფელში ჩაკეტვასა და გაყინვას შეჩვეულია. როგორც ამბობენ დავით გარეჯის მადლით არაფერი მოსდით და განსაცდელი ,რომელსაც ღმერთი ყოველწლიურად უგზავნის კარგია და მზად არიან გადასატანად. მოკლედ ეს ყვეფერი მერორეჯერ,რომ ჩავადი მაშინ მითხრეს. ჯერ 20 კილომეტრი გაუჩერებელიშრომის თოვლისგანგაანთვისუფლეს. ძლაინ მონდომებულები და შრომისმოყვარეები იყვნნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. ამაყი ვიყავი,რადგან მგონია,რომ ჩვენი დამსახურებაც იყო. მერე დღეს ისევ იქ ავღმოვჩნდი, სოფლამადე გზა არ იყო გასულ დღეს ახლა კი მხოლოდ სოფელი იყო გასაწმენდი. ქუჩა-ქუჩა დავბოდიალობდით მე და ოპერატორი. და იმ ემოციაებს ვიზიარებდით,რომელიც ოჯახებში არსებობდა. ძალიანაც არ ღელავდნენ მომხდარის შესახებ. ერთ-ერთი ოჯახი ავირჩიეთ და მათ ჩასაწერად შეფვედით.  საოცარი ხალლი იყო, მათ სახლში დედაბითი აურა სუფევდა. დიასახლისის მული დედა ყოფილა, საოცრად მორწმუნე ოჯახი აღმოჩნდა. არც ერთი ქალი შარვას არ იცმევდა. დღესაც თუ,რომელიმე ოჯახი ამ წეს ასე გულოდგინედ იცავდა არ მეგონა. სვანურ ღუმელში ხაჭაპური გამოაცხო და ცივი კომპოტი ჭიქაში ჩამოასხა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, გაყინულები და მშივრები,,, შეშის სუნით ვტკბებოდით და გამოგნებული შევყურებდი ბავშვებს,რომელებიც ამ ოჯახში ცხოვრობნენ. ულამაზესები, ძველი ქართული გარეგნობით. შუაში გაყოფილი ბრძელი თმითა და დამშვებული ნაწნავით, ცისფერი ან მწვანე თვალებით. ფერად-დერადი მუხლამდე კაბითა და ოდნავ აწითლებული ლოყებით. ძალიან ლამაზები და უცხო ნაქვთებით. როგორც დედამ გაამხილა ყველაზე ლამაზი უფროსი იყო, მაგრამ მან ჩვენი გაცნობა არ მოისურვა. რამდენიმე წუთი გავჩერდით და ოჯახი დავტოვეთ. ყვეფერი გადავირეთ და წამოვედით. მაისში დავით გარეჯობა ყოფილა და დაგვპატიჟეს. იმედია მოვხვდები. 

ეს სოფელი კომუნისტების დროს აშენებულა, სვანეთში მეწყერი ჩამოწვა და მოსახლეობას ერთ-ერთი სოფლის დატოვება მოუწიათ. სწორედ ამ სოფელში გადმოასახლეს ის სვანები. მაგრამ სვანებთან ერთად დღეს პატარა სოფელში დევნილებიც ცხოვრობენ. დიახ! მხოლოდ საქართველოში შეგიძლიათ უდაბნოში იხილოთ თოვლი 🙂

x

Happy Birthday to You..

                                                                Happy Birthday to You
                                                                Happy Birthday to You
                                                                Happy Birthday Dear  J G E N T O O O
                                                                Happy Birthday to You.

… ჯერ!!! გილოცავ დაბადების დღეს ყვეფერს საუკეთესოს და ოცნებების ასრულებას გისურვებ!!!:) მიყვახარ და იმიტომაც ვწერ ახლა ამ ყვფერს, რომ არ მიყვარდე facebook-ზეც ალბათ არ მოგილოცავდი, ოდნავ,რომ მიყვარდე კედელზე დაგიწერდი ”გილოცავ!” და ა.შ.

*****

ის გავიცანი დაახლოებით 17 თვეა… მარიამი მოსვლიდან ალბათ 4 დღეში გავიცანი. მარიმმა ჩამიქრონა კიბესთან დაცემი ყურადღება მიიქცია. გიჟი  მარიამი მოვიდაო თქვა ერთ-ერთმა და მივხვდი,რომ გიჟი იყო. ოღონდ როგორი არ ვიცი. ერთხელ მითხრა კარგი ბავშვი ხარო, არადა ტოლები ვარ. მომკიდა ხელი და მოსაწევად წამიყვანა, თან ბევრი მეჭორავა. მივხვდი,რომ ძალიან საინტერესო ადმინი იყო. შემდეგ მომწერა და გულახდილად ვილაპარაკეთ. ახალი მეგობარი გამიჩნდა,რომლიც გიჟი იყო.

ის ყველას განსაკუთრებით უყვარს. ის ყველასთვის გიჟი მარიამია, ან ის გოგო არა. ეს სამსახურში,თორე ”თევზემის” მეტი რა ”დაცურავს” . სინამდვილეში არის გოგო ,რომელიც ჩემს ირგვლივ ყველაზე მეტს გრძნობს, შეუძლია ქუჩაში მარტო იაროს და იფიქროს წვიმაში ან ქარში მთავრია ამის სურვილი ჰქონდეს. შეუძლია გაჭვირვების დროს ისე იყოს შენს გვერდით და მოაგვაროს შენი პრობლემები , მაგრამ შენ ვერ მიხვდე,რომ პრობლემა გაქვს, მაგრამ მარტივად მიხვდები,რომ მოგვარებულია. მას შეუძლია ყველაზე მეტი სიმართლე გითხრა, გეჩხუბოს, გიყვიროს,ტელეფონი გაგითიშოს, დაგემუქროს, აბუჩად აგიგდოს მხოლდ იმისთვის,რომ შენ გამოფხიზლდე და მიხვდე,რომ მტყუანი ხარ. თუმცა ისიც შეუძლია უცხოა ადამის გამო საკუთარი დაჩაგროს თუ ატყობს,რომ საკუთარი მტყუანია. ის არსდროს გტოვებს მარტო და არასდროს გაძლევს უფლებას იყო ცუდად. მაგრამ როდესაც ანალოგიური სჭირდება მას, მასავით ძლიერი არ ვარ მე.

ხშირად ვფიქრობ,რომ ყველაზე ძლიაერი გოგოა იმიტომ,რომ ის ყველაზე მეტად ”იჭყლიტება” გადაღებებზე. ის ბიჭებს ეჭიდავება ხოლმე, როგორც ბავშვობაში, ის ხშირად ჩხხუობს, ყვირის ან აპროტესტებს. სინამდვილეში კი ის ყველაზე ნაზია, მიუხედავად იმისა,რომ არვის შეუძლია ამის ხმამაღლა თქმა ეს ყველამ იცის. ამას არვინ ამბობოს,ხოლმე რადგან ყველა შემთხვევაში დაიცინება:)) მარიამი და ნაზიიიოოო???:))))))) ძლაინაც ნაზია, ძლაინაც ქალური, სუსტიც, ცრემლებიც მოსდის, მაგრამ მარტო თვეითონ ხედავს, ალადები უყვარს, მაგრამ მისი დამზადების დროს რაღაც სწორად არ გამოგვდის:)… 

მარიამი კეთილია, განსაკუტრებით კეთილია. ისეეთი თვისებები აქვს,რომელიც ადმინებს ფილმებში ან უფრო ზღაპრებში აქვთ. მარიამი ადამინია, მისნაირი ადმინანებს ალბათ იშვიათად ვხვდებით. ”მკიდიაო”,რომ მეტყვის, ვიცი,რომ ყველაზე მეტად განიცდის. როცა ამბობს,რომ მეორე ტელეფონზე მირეკავენო, მაშინ ვირაცასთან ერტად არის:) და თუ ტელეფონი უჯდება მაშინ ეზარება საუბარი. სულ რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,მაგრამ არ იცის,რომ მოდის მაშინ როცა არ ელოდებიიიიი :))

დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ მთელი დღე ეძინა. გუშინ მისმა მეგობრებმა საჩუქარი გაუკეთეს… მტელი ღამე იბოდიაალაააა. ჩემიი ბოდიალააა გოგო :** მიყვახარ. გულწრფელად მიყვარს… სიყვარული მასაც შეუძლია , თან ადამინები ან ძალიან უყვარს ან არ უყვარს:))

.

Previous Older Entries