მხოლოდ მეგობრებს; ნაწილი 2

სოფო

სოფო სკოლიდან, ცეკვიდა, ეკლესიიდა, რეპეტიტორებისგან, იქიდან აქედან და ყველამხრიდან კარგად მახსოვს:) მოკლედ გიჟი იყო, გონებრივადაც და ყველა სხვა მხრიდან 🙂 ცხვრებაში ვერ წამომედგინნა დედა ან დიასახლისი 🙂 მთელი ცხოვრება ზარმაცი იყო, მაგრამ უჭკვიანესი, ჯერ სოფო კითხულობდა წიგნეს, შემდეგ ჩვენ გვიყვებოდა და ჩვენ იმის ხათრით ვკითხულობდით,რომ სოფოს ქონდა წაკითხული. სოფო მხირულიც იყო , სოქო გაპუტულიც მყავს, მაგრამ არც მას დაუკლია ჩემთვსი 🙂 ეს ისე ბავშვობასჳ შრომის გაკვეთილზე. მაშინ არ ვდაქალობდით უბრალოდ საოცრად არ მიყვარდა სოფო:) მერე როგორ შემიყვარდა არ ვიცი, უბრალოდ მოხდა ისე,რომ ერთად მოვხვდით მე სოფო ნათია და ჯერ ანი, მერე კი ჯუსი 🙂 მოკლედ დავდაქალდით. პირველი მიზეზი ალბათ მარიამის გადასვლა იყო სკოლიდან. მაგრამ ბედი ალბათ მაინც გაგავაერთანებდა. მოკლედ ის ჩემი დაქალი გახდა მე კი მისი, სკოლის მერე ნათიასთან ან ჩემთან ვიკრიბებოდით. ნატიათნ გასართობი ის გვქონდა ,რომ მე-5 სართულიდან წყლით სავსე ცელოფნის პარკებს ვყდიდით და გამვლელ-გამომვლელეს გუნე-განწყობილებას ვუქრობდით. ან დროებით ან სამუდამოდ, გააჩნია ვის სად დაროგორ მოხვდებოდა წყალი.

ჩემთნ სოფოს ”ცისტიტი” ემართეოდა და დედაჩემს საათობით ვაბოლებდით ტყუილებით. ესეც ისე,,, მსოლოდ ბავშვობაში. ცეკვის რეპეტიციებზე,რომ დროზე ადრე მივსულიყვაით მეათე კლასში ბიოლოგია და გეოგრაფიას ”ვადებით” , თუმცა არც მაშინ ვიჯექით ამ ორ საგანზ,როდესაც პირველი ან მეორე გაკვეთილი იყო. მოკლედ ქიმიასაც ისე შევაყვერეთ ჩვენი პრეზენტაციიტ ერთხელ თვი,რომ არსდროს დაუწერია 5 ზე ნაკლები ჩვენთვსი ნიშნანი. ერთადერთი რაც ცუდად მახსოვს, სამართალი იყო,რომლიც 2შაბათობით მე-4 გვიტარდებოდა (მეცხრე კლასში) და არსდროს არ შევდიოდით არცერთი+მიშკა. სწორედ ამიტომაც მშობლები დაიბარეს ერთხელაც:)) მახოვს კირილოვნას გაკვეთილი სამშაბათს 1 იყო ცხრილში და სულ ვიგვიანებდით ამიტომ მეორეზე შევდიოდით ქართულზე და ”ვიკიდებდით” პირველს ამიტომაც პედსაბჭოზე გამაცხადეს ჩვენი გვარები და ბებიაჩემმა მე და სოფოს კინაღამ სახე აგვახია:) ეს არფერი მეათეკლასში მე და სოფო დაგვშალეს და მე სხვა სკოლაში გადამიყვანეს. 🙂

მოინდომეს ჩვენი დაშლა:) ცეკვაზე? მასწავლებლებთან? ეკლესიაში? მოკლედ ჩვენ მაინც ერთად ვიყავით, გათხოვების შემდეგ კი სოფოს მეზობელიც გავხდი და პირველი სადილი სოფომ გამიკეთა და მე დავიბრალე 🙂

შემდეგ თვითონაც გათხოვდა და შეიცვალა ყვეფერი 🙂 ჯერ მეჯვარეეობა ამხიეს:) მაგრამ ეს არფერი გადავაგორე:) და გადატანითაც გადავიტანე:) ახლა დედა თნ ორი შვილი ყავს, ისეთია,როგორიც ვერ წამომედგინა. ხანდახან მეამაყება,რადგან ასე არც არვინ შეცვლილა. მემაყება რადგან ჩემ სამეგობროში ასე არვის ვიცნობ,როგოც მას. არ ვამბობ და არც დავწერ როგორ მაგრამ ვიცნობ 🙂 და ვიცი ბევრი რამ:) ამიტომ ვთვლი,რომსაამაყოა, რადაგან არის კარგი დედა:)

პ.ს. მაინც მწამვს,რომ ერტხელაც მოუნდება მ უ შ ა ო ბ ა  ! ! !

Advertisements

მხოლოდ მეგობრებს; ნაწილი 1

 

ირაკლი

უსამართლობა იქნება ირაკლის ხსენებით,რომ დავიწყო წერა. არც მეტი და არც ნაკლები ისიბ ბავშვბოის გადმონაშთია. პრინწიპში ნაწილ პირველს მივუძღვნი მხოლოდ 3 კლასელს და ა.შ. გავაგრძელებ სხვებზე. ნუ გექნებათ პრეტენზია ჯერ სხვებს… :)ქრონოლოგიურად მივყვები ყველას, შემდგედ გული,რომ არ აუჩუყდეს ან დაწყდეს,რომელიმეს.

მოკლედ! ირაკლი გავიცანი სკოლაში, პირველ კლასში ვიყავით. სოფოს ეჯდა გვერდით და ჩემს უკან ისხდნენ ორივე ერთად. ჭამდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს მთელი გაკვეთილის განმავლობაში. ირაკლი ნაზი კანი აქვს და სკოლიდან სახლში სოფოს ჩქმეტისგან სულ დასიებული მიდიოდა, მეორე დრეს ჩვენი ფუმფულა ნინო დეიდა (ირაკლის დედა) მოდიოდა და სოფოს ეხვეწებოდა ნუ მიწვალე ბავშვოსო. თავმოტვლეპილი სოფოც ეშმაკურად გაუღიმებდა და გაკვეთილის დაწყებისთანავე იგივეს განაგრძობდა. იკა არ ტიროდა, ან არ მახსოვს… მაგრამ სოფო ბედნიერი იყო შედეგით. ეს ყვეფერი ისე მოთელვისთვსი,

ხო! ბავშვობაში ვუყვარდი და გიორგის ცემდა შესვენებზე და მე ამაყი ვიყავი ხოლმე:)

შემდგომი პერიოდი მახსოვს 5 კლასში, ირაკლი და მიშიკო ერთდ წავიდნენ გერმანიაში, თუმცა გერმანიის გარდა ბევრი სხვა ქვეყანა მოიარეს შემოიარეს, გადმოიარეს და ისეც საქართველოში ჩამოვიდნენ, მახსოს, სვიტრი ყავისფერი და ყელიანი,რომელიც ერმანიაში ნაყიდი მეგონა სინამდვილეში კი წასვლამდე უყიდია დედამის 🙂 შემდგომ მახსოვს, მე-6 კლასში ინგლისუსრის ზიმზე. ირაკლი მეფე იყო, მე-ვარდი, ელენე და ზვიადი- ციყვები და ა.შ. მოკლედ დიდი გაუგებრობა მოხდა, რადგან მაშჳნ უკვე დიდი გოგო მეგონა თვი, არდა ვარდის როლდ ვასრულებდი სკოლის ზეიმზე 🙂

შემდგომ უკვე მახსოვს, კლასელები და ჩვეულებრივი მეგობრები არ ვიყავით, მერე პრეტენზია გაგვიჩნდა სხვასთნ არც მე უნდა მემეგორბა და არც ირაკლის. მაპატიეთ მსგავსი პრეტენზიები მხოლოდ მე მიჩნდება. ირკლაი ძირითადად ითხოვდა ასეთი უსაქმური მეგობრები ნუ გყავსო. ყოველთვის ვეწინაღმდეგებოდი, მაგრამ ყოველტვის მართალი იყო. სკოლა ისე დავამთავრეთ ვერ შევიგნე,რომ ირაკლი ჩემზე ჭკვინი იყო. და ტელეფონზე საათაბით ისე ველეპარაკებოდი,რომ ვერ ვხვდებოდი,რომ მარტო მე ვლაპარაკობდი 🙂 ნუ ასე ტელეფონზე მიშკასაც ველაპარაკებოდი და სანდროსაც. პრინციპში არც ზვიდი იყო გამონაკლისი. დემურიას ტელეფონი თუ მუშაობდა ერთი დიდი სიამოვნება იყო, მოსიას ლაპარაკი არ უყვარდა , მაგრამ არც არვინ ალაპრაკებდა. :))

ირაკლიზე ვსაუბრობდით! აბიტურიენტობის დროს არ ჯეროდა,რომ შეყვერაბულიც მყავდა და თან კარგად ვსწავლობდი , მახსოვს დამსვა და ლიიტერატურაში კითხვები მმაყარა. მეც ვპასუხობდი. გაოგნებული სახე ქონდა მე კი ამაყი ვიყავი.:) ესეც ისე …. ჩემი მეხსიერების ნაწილია

სკოლის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე გავთხოვდი. ჩემი და ბიჭების მეგობრობა იმიტომ დასრულდა,რომ უბრალოდ არ უნოდადათ ეს ნაბიჯი გადამედგა და არ მაპატიეს. მეც შევიფერე. მიშიკო გამონაკისი იყო ყველასგან განსხვევებული პოზიცია დაიკავა.

ბავშვი,რომ გავაჩინე ირაკლი ამერიკაში სწავლობდა და დამირეკა… გავთიშე და ტირილი დავიწყე, მაგრამ ეს არავინ იცი, ამას პირველად ვამბობ.(ვწერ)

ერთხელაც ეს ყვეფერი დასრულდა და ბავშვობით მეგობრობამ თავისი ,როლი შესრულა. მე და ირაკლი ისევ ვმეგობრობთ 🙂 გადაუარა:) თან ყვეფერი მოვუყევი 🙂 ბოლო-ბოლო დავშორდი ქმარსაც … ნუ როდემდე გაგრძელდებოდა.

მთელი სტუდენტობა ერთდ გავატერეთ, ყვეფერი სიგიჟე მე ირამ, და ჩვენმა 4 მეგობარმა ერთდ გადავაგორეთ. ბანაკები, სემინარები, გასტროლები 🙂 რავი რა არ 🙂 შემდგობ სამსახურის შოვნაშიც მეხმარებოდა, ორივემ სტუდენტური სამსახური ვიპოვეთ და ჩვენი ჭკუით ეს ის იყო რასაც ვეძებდით, დღეს კი ის ”იუდააა” მე კი ”ჩემიმაღლი” :))) მოკლედ იქ ვართ სადაც გვინდა ამ ეტაპზე ყოფნა და რასაც წარმატება ქვია.

ძალიან მიყვარს, როცა მიჭირს პირველი მას ვურეკავ, როცა მილხინს მაშინაც, ახლა მის სიყვარულში შაკო მეწილება, მაგრამ მე მაინც ვიცი,რომ ჯერ მე ვა რ მერე შაკო 🙂 (შაკო მეც მიყვახარ:):):):)) … ხანდახან იმიტომ, ვუკივი,რომ არ მოდის ჩემთან სამსახურში და სახლში არ მივყავარ.. რა თავხედი ვარ ვიცი, ან ის იმიტომ მიკივის,რომ არ ცალია ჩემთნ გამოსასვლელად და თავი დავანებო… ჰაჰა საოცრება მართლა, ალბათ მხოლოდ ბავშვობის ეგობართან შეიძლება იყო ესე თამამი და თავისუფალი. ძლაინ მიყვარს ეს კრეტინი ესაააა…. კარგი გადავალ შემდეგზე:))

 

ალექსანდრე

ალექსანდრე-ანაზდეული… ასე ვიხსენებ ხოლმე სანდროს ფიქრებში, თუმცა ჩემ მეხსიერებაში სკოალმდე არსებობოს, მიუხედავად იმისა,რომ სანროსა და ჩემი ოჯახი უახლოევესი მეგბორები არიან , ჩემ მეხსიერებაში მას თავისი ადგილი უჭირავს, სანდრო მახსოვს გიმნაზიიდან. რა გვინდდოა, ან ჩვენ ან ცვენ მშობლებს იქ რომ მიგვიყვანეს სასწავლებლად. მოკლედ 1 კლასამდე იქ დავდიოდით პატარები არ ვიცი რისთვის. შემდეგ მახსოვს,ფოტოებიდან… შემდგომ კი სკოლაში, შავგვრემანი, სიმფათიური, გრძელი წამწამებით ბიჭი. მასზე კი ყველა გოგო იყო შეყვარებული კალსიდან და ელენე, ბაია, მაკო, სოფო , ანი, ნინი სალომე და ა.შ. გოგოებო ხმა არ ამოიღოთ მართლა აწი მაინც აღიარეთ ასე,რომ იყო… ჰაჰა ვაღიარებ :)))

სანდრო,რომელიც არსდროს სერიოზული არ იყო, და მზად იყო ყველა გოგოს გული მოეკლას მის ირგვლივ, მახსოვს განსაკუთრებული ქცევითა და ჩაცმის სტილით. მაგალითად სანდროს ”ჩაჩი” ეცვა მაშინ, როდესაც საქართველოში ტანსაცმელს ნატრულობდნენ და არვის ქონდა პრეტენზია მოდაზე. სანდროს ფოტოშოპი იცოდა მაშინ, როდესაც კლასში ერთეულებმა ვიცოდით კომპიუტერი, სანდროს გოგოსთვის ნაკოცნი ქონდა მაში, როდესაც მშობლები ფილმის ყურების დროს თვალებზე გვაფარებდნენ ხელს, სანდრო უსმენა რეპს როდესაც ჩვენ გვიყვარდა ქუჩის ბიჭები, სანდროს უყვარდა ბრეიქი მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ის. და სანდრო აწმაებდა ელენე ლოგუას… :)))

შმედეგ სანდრო სად მახსოვს? მახსოვს ზაფხულობით ზღვაზე 🙂 მახსოვს ქუჩის თავამდე,როდოგ მაცილებდა და მერე მიდიოდა სახლში 🙂 ეს იმიტომ მაცილებდა,რომ ახლოს ცხოვრობდა, თორე გოგო ალბათ პირველად გარდავას ასული მიაცილა:) მე-9 კლასში:) შემდგომ სანდო მახსოვს ინგლისურის ღონისძიებაზე ირაკლის ქვეშევრდომი იყო :)და სწორედ იქ დასრუდა ბავშვობა მგონი. შემდომ სანდრო უკვე შეყვარელბული, გულახდილი, ამაღელვებელი ადმაინური, ხანდახან ცოტა მძიმეც კი მახსოვს. მაგრამ ყოველტვსი იყო დინჯი და კარგი მეგობარი. მოკლედ შემდეგ ისე გავამწარე,რომ აღარ მახსოვს სანდრო 🙂 ეს ისევ ის თემა რაც ირაკლისთან იყო ჩემი გათხოვების დროს, მაგრამ :))) უფრო უარესად. თუმცა მანამდე იყო ბანაკები და გოგობის გაცლებ-გამოცილება. სახლში დაგვიანებები, იყო ძლაიან ბევრი ლამაზი დღე რომელიც ალბათ არარ მახსოვს. თითქოს გაზარდა და ჩვენც გაგვზარდა. იმიტომ,რომ შემდეგ გვიზიარებდა ხოლმე იმას რაც ნიშნავდა იყო ცოტათი მაინც დიდი. ჭკუა მოემატა თითქოს 🙂 არ ვიცი

შემდგომი პრერიოდი სკოლიდან მახოსვს 1 კურსის ბოლო. მას მერე აღვადგინეთ ურთიერთობა. ზუსტად იგივე მერსდება რაც იკსტან, და ვიცი ერთი რამ… სანდრო შეიძლება ყოველდღე ჩემთან არ იყოს, იმიტომ ,რომ ყოველდღე მსათან და ის ჩემთან შეიძლება გავგიჟდეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ის ყოველტვის არიც ჩემთანროცა მე მიჭირს. (კი არსებობს გამონაკლისები,რომელსაც მიშიკო არ უშვებს…) და იცის საოცრად კარგი რჩევის მოცემა და საოცრად დამსვიდება… კარგი მეგობარია! ხანდახან რომ არ იცოდეს ეს მოფრენები და გაჭედვები რა :):):)

 

მიშკააააააა

მიშკაზე ასე ლაპარაკი არ მინდა,,,ვერ დავიწყებ იმის მოყოლას თუ საიდან მახსოვს ან საიდან არა, სად იყო და სად არა, რა მაპატია ან რა არა… ჩემ ცხოვრებაშ სულ იყო და არსდროს წასულა გარდა მე9 კლასისი მაისისა,,, მაშინ მითხრა გაიზრდები და დრო დადგება და გეტყვი ახლა რატომ არ გელაპარაკებიო, მაგრამ ეს დრო არ დადგა. ყოველთვის მაინტრიგებს ხოლმე. ძლაინ მიყვარს. ხანდახან არ მყოფნის მასთნ ურთიერთობა . ხანდახან სხვას ეკუთვნის, მაგრამ ვიცი,რომ მაინც მე ვარ მისი საყვარელი კიკინებიანი მეგობარი 🙂 ვიცი,რომ ჩემსავით არვინ ყვერებია. ისიც ვიცი,რომ მტელი ბავსვოა ცდილობდა მეეჭვიანა. ერთხელ მივწერე

-მიშიკო როგორ უნდა იყოს შენი ნამდვილი მეგობარი გოგო?

-მაღალი , ლამაზი, შენნაირი არა და იასნაირი. მომწერა იდიოტმა პასუხად. თავისთავად შენახულია მისი ნაწერი. მე მისი ნაჩუქარი ყველა ნივთი შენახული მაქვს. ს ჩემი ცხოვრების ნაწილია. მის გარეშე არ მიყვარს ყოფნა, ზოგადად არ შემიძლია. ის მაშინ მედგა გვერდში,როდესაც მე მარტო ვიყვაი,როდესაც არვინ არსებობდა ცემთვის, ყველა ჩემ სიგიჟეს იგებს, ყველა ჩემ არსწორ საქციელ. მერე ისევ მასზე ვბრაზდები ,ხოლმე ვეჩხუბები როგორ არ ამიკრძალეთქო. თუმცა მანაც და მეც ვიცით,რომ აზრი არ აქვს. ვაიმე როგორი იდიოტი და ამავდროულად კარგი მყვას:) მიყვარსსს…

მინახავს მისი ცრემლიანი თვალები, აცრემლებული მყავდა თურმე მე 🙂 არც მეტი და არც ნაკლები უბრალოდ ჩემი ტკივილი ტკენია მას. ამიტომაც მიყვრს. ის ყველანაირ არჩევანს დადებითად შემიფასებს ოღონდ ჩემთან იყოს, მე კი მაინც მასთნ ვიქნები ოღონდ არც ერთ არჩევან მოვუწონებ პირადში და ისე ვნახოთ:) გააჩნია ჩემთან მეგობრობაში უნდა მაწყობდეს:))) მიშიკო ერთადერთია ალბათ ვისსაც ჩემთან ერთდ შეუძია ნებისმიერ უაზრობაზე გართობა მთავარია იყოს ამის სურვილი. არ ვიც რა ვწერო უაზროდ ვწერ უკვე:)) მიშიკოზე იმდენი ჩემებური ჩანახატი არსებობს,რომ მეზარებააა უკვე:)))) მიყვახარს ძალიან :)))))

 

 

პ.ს. პირველი სამეული 🙂 მიყვახარრრსსსსს ყველა თავისებურად და განსხვავებულად:)

 

ბ ე ბ ო . . .

დიდი ხანია ჩემ მოხუცებზე არფერი დამიწერია.

-ბებოოოო…. დედაჩემი უფრო გიყვარს თუ მე?

-შენ ბებო

-მე რატომ?

-იმიტომ,რომ დედაშენის შვილი ხარ

-ანუ დედიკო უფრო გიყვარს

-არა,შენთქო …

-ვერ გავიგე

-გაუგებარი რა არის?

-ის,რომ იმიტომ გიყვარვარ,რომ დედაჩემის შვილი ვარ, სხვისი ,რომ ვიყო არ გეყვარებოდი?

-მერე ჩემიც ხომ არ იქნებოდი?

-ანუ იმიტომ არ გიყვარვარ,იმიტომ რომ მე ვარ კარგი,  იმიტომ, რომ შენი შვილისშვილი ვარ?

-ხო, მაგრამ ხომ მიყვახარ

-ხო! კარგი მივხვდი მგონი, ბეე მშია.. რამეს მაჭმევ?

-კი ბე ახლავე, ჩემ დანახვაზე სულ საჭმელზე, რატომ ფიქრობ?

-იმიტომ,რომ შენ სულ მაჭმევ, სულ მივლი, სულ მეფერები, სულ ჩემზე ფიქრობ, ხანდახან ვფირობ,რომ შენ უფრო გიყვარვარ ვიდრე მე შენ, მაგრამ ასე არა…

-არა ჩემო პატარა ჩემზე მეტად შენ ვერ გეყვარები.

-ეს შენ გონია, რომ ესე, აბა ,რატომ გეტმასნები ყოველთვის შენ, აბა რატომ გექცევი ასე? აბა, რატომ მენატრები ხოლმე? როცა მიჭისრს რატომ მახსენდები?

-იცი, რომ გიგებ და იმიტომ.

-რატომ?

-იმიტომ,რომ დედაშენს უყვარხარ ძალიან, იმიტომ, რომ სულ შენზე მელაპარაკება, იმიტომ, რომ სულ შენი პრობლემები უჭირს იმიტომ, რომ ერთად გაგზარდეთ. ჩემი პირველი შვილიშვილი ხარ, იმიტომ, შენ დედაშენის დარდი ხარ და დედაშენის დარდი ჩემი დარდია.

-ანუ მაინც იმიტომ ხდება ყვეფერი, რომ დედაჩემის შვილი ვარ?

-არა

-კი ბებო, კი

-ვაიმე გადამრევს ეს ბავში

-შენ გადამრიე, თეთრზე მეუბნები შავიაო

-ვაიმე რა თაობა ხართ, მაინც არფერი გესმის.

-მესმის, მაგრამ სწორად, როცა მიხნი… მიყვახარ ოღონდ იმიტომ არა, რომ დედაჩემის დედა ხარ. იმიტომ ,რომ ბებიაჩემი ხარ.

-ხომ ხედავ შენით გაეცი პასუხი, მეც იმიტომ, რომ ჩემი შვილიშვილი ხარ,  ვიღაც, რომ ვიყო ხომ არ გეყვარებოდი?

-კიიი, ჩემი მასწავლებელი ხომ მაინც იქნებოდი სკოლაში?

-ვაიმე რა ხარ შენ, ის და ეს სიყვარული სხვადასხვაააა

-არა ბებო შენ სხვანაირად გვასწავლიდი სკოლაში

-თავი დამანებე ახლა, მიყვახართქოოო

-კარგი ხო, მიყვახარ მეც … მაჭამე ახლა… მშია…

თავი,რომ მოვიკლა…

….

მე და ჩემი ”პატარა” და

რთული თემა.. ურთიერთობა დაძლაბულია, მაგრამ ვიცი რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ყოველთვის სიმართლეს ამბობს სხვასთან და ჩემთან . ზედმეტად ჭკვიანია და თან არ ეტყობა. მიყვარს, მაშინ როცა სძინავს. 🙂 მანამდე ცდილობს ნერვები მომიშალოს. მიყვარს,როდესაც სახლში საჭმელს მახვედრებს ან ”ციმბირულზე” მეპატიჟება. მოკლედ ეს იშვიათად ხდება.(ცდილობს იშვიათად არ მოხდეს, მაგრამ ეს მასზეც არა დამოკიდებული :):):):)) მიყვარს მაშინაც, როდესაც სახლის დალაგებაზე უარს არ მეუბნება, მაგრამ თავისი ინიციატივით ამას იშვიათდ შვრება. მიყვარს , როდესაც მწარე სიმართლეს არ მეუბნება, მაგრამ ვიცი, რომ საჭიროა. თუმცა! ვტვლი,რომ, ის სიმართლე მე ხშირად გულს მტკენს!

ჩემგან ძლაინ განსხვავდება. თითქოს არ დაფრინავს, მაგრამ სულ ცაშია, კი! კი! ამით ძლიან მგავს… მაგრამ მაინც არ მგავს… მისი წიგნები მიყრილია ყველა ოთხში. მერე ეკარგება, მაგრამ დამნაშავე მე ვარ მაინც, რადგან მე დავალაგე სახლი.  მისი ვალი სულ მაქვს, მაგრამ ჩემი არსდროს. არ ვიცი ,რომგორ მეც ვაძლევ ხოლმე ფულს. მაგრამ მეუბნება შენი სურვილით მომეციო 🙂 დიახ! ყველა სიტუაციაში მართალია, ამიტომაც ბავშვობაში მასთნ თამაში არ მიყვარდა.  წაგებას ვერ იტანს. ჩვენი თამაში ან ჩხუბით მთავრდებოდა ან ის იყო მოგებული. 

ვაიმე როგორ მიყვარს არ იცით. განამა მართლა, მარტო ძილში. მაშინაც კი მიყვარს ,როდესაც ჩხუბობს, ან დაღლილი, ან მეცადინებოს. უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ ხოლმე მასსზე. სახლიდან ,რომ გადის ღმერთს მაშინათვე მის ჯამრთელობას შევთხოვ. როდესაც ოთახიდან მეორე ოთახში ვეძახი და პასუხს არ მცემს , სულ მგონი, რომ გულწასული დამხვდება. აბაზანიდან დროულად თუ არ გამოდის ვფიქრობ რომ ორთქლში ცუდად გახდა. გული მისკდება მის ყოველ მეგობართნ წასვლაზე ან ყოველ მის გათენებულ ღამეზე. მაგრამ მერე მოგიბრუნდება და გეტყვის პანიკა ნუ დაგეწყო შენ ვინ გკითხავს სად ვარ, ვინ გთხოვა ღამის გათენებაო. 🙂 სიამოვნებით ვცემდი მის ნებისმიერ მეგობარს,რომელიც გულს ატკენს მას ან ბიჭს ვისაც ჩემიდა შეუყვარდება. მერე ეჭვიანობას ვიწყებ:)) (ეჭვიანი ვარ, რა ვქნა:) უფფფ:)))მკიდია:)))))…

 

ბოლო რამდენიმე დღეა ვხვდები,რომ ბევრი აზრი გვიტრიალებს ერთანაირი. ვხვდები,რომ ბავშვობას ერთანერად მივსტირით, ერთანერი ფილმები გვიყვარს, მაგრამ ის უფრო გემოვნებიანი და გათვიცნობიერებულია. ერთანირი იუმორი გვაქვს, ერთანრად გვინდა ან გვენატრება და ა.შ. ვაიმეეე გაივზარდეთ მგონი, მაგრამ სახლის დალაგება მაინც არ უყვარს:)))))))))

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩემი ”პატარა” და… მიყვარსსს

Previous Older Entries