მერე რა, რომ მოხუცია

”-მერე რა , რომ მოხუცი ვარ… მეც შემიძლია მიყვარდეს. 6 თვის წინ გავიცანი, სწორედ მაშინ გამოვედი მოხუცთა თავშესაფარში. 3 თვე ერთმენეთს ვეტრფოდით. ბევრი ჭორიკანა და ჩვენზე ჩორაობაც დაიწყეს. სწორედ მაშინ ვთხოვე ხელი და ვაჩუქე გული სიცოცხლის ბოლომდე.

თვითონ მითხრა მე ოფიცილაურად მინდა შენთან ყოფნაო. ავდექით და ჯვარი დავიწერეთ. არც მე და არც მაგრდას ჯვარი დაწერილი არ გვქონდა პირველ მეუღლეებთან. დღეს კი ოჯახის წევრების თანხმობით ჯვარი დავიწერეთ და ახლა პანსიონატში ერთ საერთო ოთახში გვძინავს.”

”- მერე რა, რომ მოხუცი ვარ… მეც შეიძლება ვუყვარდეთ. 2 თვეა ცოლი მქვია. ის ჩემი მოხუცი ბიჭია. 2თვის წინ ცოლად შემირთო და ბედნიერ ქალად მაქცია.  თავიდან შემპირდა მთელ ქვეყანას შემოვივლით. მუშტაითის პარკში წაგიყვანო, ფუნიკულიორზე აგიყვანო. მერე არ წამიყვანა. მაგრამ მემაინც მიყვარს. ”

მერე რა, რომ მოხუცია…

დღეს უცნაური დღე იყო. ტემქის მოხუცთა თავშესაფარში ვიყავი. ყურადღება  ახლად დაქორწინებულებმა მოხუცებმა მიიქციეს. შემდგომ ვიკითხე,რატომ მოვედი რა ხდებათქო. როგორც გაირკვა 2 თვეში ერთხელ მოხუცები ლიტერატურულ საღამოებს მართავენ და საკუთარ შემოქმედებას სხვა მოხუცბს უზიარებენ.

მოწვეულ სტუმართა შორის მურმან ჯინორიაც იყო.

დავით არჩვაძემ მუსიკალური ნომრები აჩუქა მოხუცებს.

მოხუცები განსაკუთრებით ბატონი ომარის ლექსებს ელოდნენ, რომელმაც წერა მას შემდეგ დაიწყო რაც პანსიონატში მოხვდა. როგორ ცგაირკვა წერს მხოლოდ სევდიან ნოტაზე, მხოლოდ სიყვარულსა და უიმედობაზე მხოლოდ გარდაცვლილ მეუღლეზე. მისი მთავარი სადარდებელიც სწორეს სიყვარული და მარტოობაა.

თითოეული მათგანი საგანგებოდ გამოწყობილან და ჩამწკრივებულად საბანკეტო დარბაზში. ერთი შეხედვით საუკეთესო განწყობით ყველა კარისკენ იყურებოდა და ელოდებოდა შვილისა თუ შვილისშვილის შემოსვლას.

მერე რა ,რომ მოხუცია. მასაც სიყვარული უნდა. მათ მარტოობა არ შეუძლიათ. უბრალოდ სითბო სჭირდებათ. ყველა იბადება პატარა და მერე თანდათანობით იზრდება. იზრდება, ასრულებს სწავლას, ქმნის ოჯახს, მუშაობს და ზრდის შვილებს მერე შვილისშვილებს. ყველას ერთი მიზანი აქვს ”დააყენოს შვილი ფეხზე” და ტკბილი სიბერე აღისრსონ შვილებმა. სწორედ მაშინ,როდესაც ტკბილის სიბერის დრო დგება შვილები ხვდებიან,რომ მათი მოვლის თავი არ აქვთ და მოხუცთა თავშესაფარში უშვებენ. წარმოიდგინეთ მშობლებმა გაჭირვებით გაზარდეს შვილები შვილები კი ამ გაჭირვებას ვერ უძლებენ. 

ხომ გეუბნებით, რომ უცნაური დღე იყო… დილით ჯანადაცვის სამინისტროში ვიყავი… მანამ სანამ საშვს დაუშვებდნენ რიგში დგომა მომიწია… ახალგაზდა ქალი მოვიდა

-შვილო ერთი კარგად მომისმინე…

ვუსმენ…დედაჩემის ხნის ქალია…

-გირჩევთ ინტერვიუებზე სიარულს ჩვენნაი გაჭირვებულებს მიაქციოთ ყურადღება. დედაჩემი 80 წლის ქალია. სოციალურად დაუცველია. ინვალიდიც. სოც. დაუცველის დახმარება მოუხსნენ და ქულებიც მომიმატეს. 8 -ჯერ მყავდა სახლში სოც. მუშაკი და არაფერი არ გამოდის. ახლა ურუშაძესთან მოვედი. განცხადება მაქვს დატოვებული და მინდა შემიშვან.

-თუ შეიძლება სახელი და გვარი მითხარი და თქვენი ტელეფონის ნომერი იქნებ დაგეხმაროთ.

-შენ რითი დამეხმარები, საქმეს თუ გამიფუჭებ უფრო. უბრალოდ თქვენ სისულელებს აშუქებთ. დავირალე. 80 წლის აუტანელი ქალია. ახლაც ყვირილით გამომიშვა. დახმარების ფული მჭირდება , თორემ თვეში 200 ლარს ვხარჯავ. ე.ი. აღარ შემიძლია ყვირის სულ. დამახრჩო…

აღარ ვუსმენ, მერე რა რომ დედაჩემის ტოლი.. მას დედამისი არ უყვარს…

ლაპარაკობს… 

ჩემი შევლის დროც დადგა… დავემშვიდობე. თავიდან მეგონა დედამისის ჯამრთელობაზე დარდობდა. მერე კი მივხვდი ადარდებდა ფული და ერთი სული ჰქონდა,როდს გაისტუმრებდა საიქიოში. ღმერთო ჩემო… მერე რა რომ მოხუცია…

იმიტომ, რომ მოხუცი ხდება… საჭირო აღარ არის. მაგრამ ვერავინ ხვდება,რომ ერთხელ ყველა მოხუცი უნდა გახდეს. ყველას უნდა სიბერეში შვილისშვილებს წინდები მოუქსოვოს, ან წნევა შვილმა გაუსინჯოს. მერე,რომ მოხუცია..

პ.ს.    ახლა უკვე ჩემ მოხუცებზე დავიწყე ფიქრი… პატივს ვცემ მათ ასაკს ის ხომ ჩემი მომავალია.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: