ასურეთი-გერმანული სოფელი

სოფელ ასურეთში რაჭიდან გადმოსახლებული ქართველები მას შემდეგ ცხოვრობენ რაც 1941 წლის 24 ოქტომბერს სaქართველოში მცხოვრები გერმანელები შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს. სოფელში მხოლოდ ისინი დარჩნენ ვისაც მეუღლე ქართველი ან რუსი ეროვნების ყავდა.

გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობები გაძლიერდა მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან, რის საფუძველზე მეფის რუსეთმა საქართველოში გერმანელი კოლონისტების დაამკვიდრა.

1817 წელს დაიწყო საქართველოში გერმანელი კოლონისტების გადმოსახლება. გენერალ ერმოლოვის მმართველობის დროს და 1400-მა ოჯახმა (7000-მდე) კაცმა მოიყარა თავი. ასე შეიქმნა საქართველოში 1819 წლის ბოლოს თავის რვა კოლონია.

ახლანდელ ასურეთში გერმანელი კოლონისტები 1818 წელს დასახლდნენ და ამ ადგილს ”ელიზაბეტალი” უწოდეს. მათი გადმოსახლება რუსეთის მეფის ალექსანდრე პირველის ინიციატივით მოხდა, რათა მეფეს დასაყრდენი ძალა ადგილობრივ მოსახლეობაში და მეზობელ ქვეყნებთან გაეჩინა. სწორედ მისი მეუღლის საპატივსაცემოდ დაესქვა ასურეთს ”ელიზაბეტალი”.

 

მე-19 საუკუნის დასასრულისათვის სოფელი ელიზაბეტტალი იყო პირველი სადაც  კარგად განვითარებული სოფელი იყო საქართველოში. სოფელში განსაკუთრებით კარგად განვითარდა სოფლის მეურნეობის ისეთი წამყვანი დარგი, როგორიც მევენახეობა-მეღვინეობაა.
ასურეთში მცხოვრებ გერმანელებს 1925-26 წლიდან სასოფლო კლუბიც ჰქონდათ. რომელშიც 200 მდე ადამიანს იტევდა. სოფლის ყველაზე ხმაურიან ადდგილს დღევანდელი ასურეტელები ”სასეირნო ბაღს ” უწოდებენ. დღესაც არის შემორჩენილი კადრები,რომელიც 1039 წლეს არის გადაღებული. მასში აშკარად არის აღწეილი თუ როგორ ერთობობდნენ სასეირნო ბაღში შეკრებილი ახალგაზრდები. ფირის მიხედვით ნაჩვენებია,რომ დასვენების დღეებში კლუბში იმართეოდა სხვადასხვა სახოს საღამოები. არავინ იცის რა ბედნი ეწია ფირში გადაღებულ გერმანელებს.  უკვე საბჭოთა პერიოდისთვის  მოგვიანებით ბერიას სახელობის კოლონიაში სასოფლო კლუბის განუმეორებელ სტუმრად ახალგაზრდა სასულიერო ორკესტრი და სიმებიანი საკრავტა ანსამბლი ითვლებოდა . სოფელში დღეს შემორჩენილი გერმანელების გადმოცემით. ახლაგარგაზრდები დროს ასურეთის ტყეშიც ატარებდნენ, სადაც თითოეულ ოჯახს თავისი კუთხე გააჩნდა.

სოფლიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ალგეთის ნაპირზე  მოსახლეობის მიერ 1931 წელს გერმანული არქიტექტურის მარანი აშენდა.  სადაც ქართული ვაზის ღვინო მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიებით მზადდებოდა. მის ირგვლივ ვენახია გაშენებული, იგი მდედრი ჯიშისა და სხვა ჯიშის ვაზის გარეშე ნაყოფს არ იძენს. მისი სახელი ასურეთში ”შალას” სახელწოდებით არის გავრცელებული
ასურეთული შალა ძველი ქართული ვაზის ჯიშია , რომელიც გერმანელმა გლეხმა შალმამ იპოვა ტყეში. შემდგე სოფელში ჩამოიტანა და რახან ამ კაცმა იპოვა მის გვარის საპატივსაცემოდ მას უკავშირდება და მის სახლეს ატარებს.

 ამ მარნის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ იგი არის სამსართულიანი, აქედან პირველი სართული სარდაფის ტიპისაა, რომელიც გაერთიანებულია ერთმანეთში გამავალი ხუთი გვირაბით. აღნიშნულ ნახევარსარდაფის კედლებში ჩაშენებულია 27 რკინა-ბეტონის ბუტები.

მარანში 5000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ მთავარ მეღვინედ იყო გერმანელი კოლონისტი ევგენი რეიტენბახი, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა სოფელ ასურეთში.

   1871 წლიდან სოფელს უკვე ამშვენებდა გოთური სტილიტ ნაგები ეკლესია , სადაც ყოველკვირეულ წირვე ლოცავ ს ეკლესისს ინმდროინედლი პასტორი  შრენკი აღავლენდა .უძველესი ტაძარი სამ ნაწილად იყოფა, სადაც ევანგელისტური, ორტოდოგსული და კატოლიკური სალოცავი კუთხეებია. დღეს უმოქმედო ლჲტერანულ ეკლესიაში ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატებია დაბრძანებული.


მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა მთავრობის ბრძანებით ეკლესიას რეკონსტრუქცი ჩაუტარდა, თავდაპირველად  და კულტურულ ცენტრად გადაკეთდა. დამონტაჟდა სცენა და გაკეთდა დარბაზი. ეკლესიას, ჯერ ჯვარი მოხსნეს და ვარსკვლავი დაადგეს,

 53-54 წლებში საბჭოთა მთავრობის ინიციატივით შენობას რვა წახნაგა გუმბათი მოანგრიეს, 81 წელს სოფლის კლუბი დაიწვა.

ასურეთში დამკვიდრებული კოლონისტები თავისუფლად ფლობდნენ ქართულ ენას და ასევე ქართველები გერმანულ ენას. კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კეთილ-განწყობა, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა და გრძელდებოდა, წლების მანძილზე. 1907 წელს გერმანელების მიერ შემუშავდა წყალგაყვანილობის სისტემა, მისი პროექტი განახორციელა ინჟინერმა იაკობ კოფმა.  გერმანელემა ააშენეს აბანო და 1930 წელს პირველად ამუშავდა მანქანა სატრაქტორო  და ელექტროსადგური, რომლის მთავარი ინჟინერი იყო ალბერტ ქობი. განვითარდა სოფლი მეურნეობა, შეიქმნა და ამოქმედდა  კარტოფილის საწარმო.

გადასახლების შემდეგ გერმანელთა საფლავები დაიკარგა და მხოლოდ ნაწილი შენარჩუნდა.  2001 წელს სოფელ ასურეთში გერმანელების სასაფლაო განაახლეს. ჰომბურგ- საარლანდის გიმნაზის მოსწავლეებმა გაფანტული და სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი დაზიანებული საფლავის ქვებს თავი ერთ ადგილას მოუყარეს. დღეს გერმანული ობელისკი იასანნების ხეივანშია განთვსებული.

მამფრედ ტიხონოვი გერმანელია,რომელმაც სახლი ასურეთში რამდენიმე წლის წინ შეიძინა.ტიხონოვის თქმით ის თანაგრძნობას უცხადებს იმ ადამინებს ვინც ერთ დროს ამ ადგილას ცხოვრობდა.  მისი სახლიც ძველი გერმანული არქიტექტურით არის აშენებული,რომლის აუცილებელი შმადგენელ ნაწილად ღვინის მარანი ითვლებოდა. ყველა სახლში განთავსებულია კედელში ჩაშენებული ბუხარი,რომელიც 4 ოთახს ათბობს. გერმანული დეტალებით აშენებული სახლში არ არის გამოყენებული არც ერთ ლუსმანი და ის თეთრი ქვით, რომელიც დღესაც უცნობია საიდან მოიპოვეს იმ დროინდელმა გერმანელებმა.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო საქართველოში მცხოვრები არც ერთი გერმანელი ომში არ გაიწვიეს. ეს იყო უდიდესი ტკვილი, რადგან თითოეული მათგჰანი მიხვდა,რომ საქმე მათ სასარგფებლოდ არ მიდიოდა. რამდენიმე დღეში როდეაც ასურეთელები სამუშაოდ ემზადებდნენ მათ ეკლესიასთან შეკრება სთხოვეს. თითოეულ გერმანელს მისცეს 3 დღე იმისათვის,რომ ასურეთი დაეტოვებინათ. მათ 15 დღე დასჭირდათ. დილაადრიან სოფელს ალყაშემოარტყა ჯარმა. მოსახლეობას ჩუკეტეს ყველა ოთახის კარი გარდა ერთისა და 60 კილოგრამი ტვირთის წაღების უფლება მისცეს.  ასურელლმა გერმანელებმა საკუთარი ნივთები სახლებში დატოვეს და დროებით დაემშვიდობნენ საყვარელ სოფელს. ისინი გადაასახლეს შუა აზიის ქვეყნებში და ჩამოართვწეს უფლება უკან დაბრუბის. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ხელშეკრულება გაუფრომდათ,რომლის მიხედვიტაც მათ უფლება მისცეს ქვეყნიდან გასვლის,მაგრამ არც ერთი გერმანელი არ დაბრუნებულა საქართველოში საცხოვრებლად.

 

Advertisements

6 Comments (+add yours?)

  1. giotgi
    ივლ 07, 2014 @ 14:37:15

    Avtortan ramdenime shenishvna maqvs, imas nu wert rac zustad ar icit. Da fantaziobas moeshvit!

    პასუხი

  2. surprizi
    ივნ 01, 2015 @ 17:36:03

    ეკლესიის ძველი ფოტო რომელ წელსაა გადაღებული?

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: