ვემშვიდობებით ზაფხულს

ძველი ჩანაწერებიდან…

  ნათელი ფერები. ყვითელი, წითელი, იისფერი, მწვანე, ცისფერი. ფერადფერადი საჰაერო ბურთები, ღიმილი, უსასრულოდ ბევრი ღიმილი. ბედნიერება, ოცნება. მზე, სითბო, ზღვა.

შეზლონგზე მოვკლათთდი და ყურსასმენიდან მუსიკის სმენა დავიწყე. მხიარული სიმღერები და ამაღლებული განწყობა ხმაური სანაპიროზე, რომელიც არ მესმის. ყურები მხოლოდ ჯექსონის, თუ ფინქის მხიარულ ხმას გრძნობს. ლალალალა გული მღერის. ბედნიერი ვარ, იმტომ,რომ ფერებს ვხედავ. არ წვისმს, არც თოვს და არც სახლში ვზივარ. ტელევიზორის ხმა არ ისმის. ახლა ზღვაზე ვარ, მზეა. ჩემი მეგობრები ხელებს იქნევენ წყლიდან, ზოგი წყალბურთს თამაშობს, ზოგიც მიხმობს წყალში. მე ისევ შეზლონზე ვარ მოკლათებული ლალალა მღერის ისე ჩემი გული.

ადგილი არარის ირგვლივ, სომხები და აზრებაიჯანლებიც კი ივიწყებენ ტკივილს და პირსახოცებს ერთმანეთის გვერდით შლიან. შესაძლებელია საბოლოდ ჭყინტი სიმინდიც შესთავაზონ და ბედნიერებისგან უთხრა ეს ომი შენი და ჩემი არ იყო, პოლიტიკის ბრალიაო. ბევრი უკრაინელია, რუსი, ინდოელი თუ თუნდაც რომელიმე ევროპული ქვეყნიდან მოვლენილი ტურისტი.

-ცხელი სიმინდი ცივი კოკა-კოლა. ისევ ისე,როგორც ბავშვობაში გაჰკივის კალი,რომელსაც შიშიშვლისგან გაშვებეია გულ-მკერდი, მკლავები და ფეხები მუხლს ქვემოთ, სახე ისევ თეთრია ოდნავ შეერევა სიწითლე, არ იწვის,რადგან თავზე ახურავს სიძველისგან გაცრეცილი ჩალის ქუდი. მის ხმას ვერც ფინქი ფარავს და ვერც ჯექსონი, მესმის და მადაზეც მოვყავარ.

თავისთვად ერთი ხელის მეშვეობით მივექცევი სიმინდს, მეორეთი კი ცივ გამაგრილებელ სასმელს. აღარ მღერის ფინქი და აღარ მესმის ჯექსონის ღიღინი. ვინტერესდები ყაყანით,რომელიც ისმის ირგვლივ.

-აბა კამერები იაფად. კამერები ჩანს მაგრამ გამყიდველი არა, ისევ პატარა ბიჭები დაუსაქმებიათ მშობლებს, კამერების სიდიდემ დარაოდენობამ დაფარა მათი ჯერ კიდევ ზრდის პროცესში მყოფი სხეული. ცხელათ,მაგრამ სხვა გზა არ აქვთ უნდა იმუშაონ.

ქოლგის ქვეშ მჯდომი ფორმიანი ახლაგაზრდა პერიოდულად ამჩნევს ნაპირით მოსიარულე ქუჩის გამყიდვლებს და უხმობს ტერიტორიის დატოვებას. და ნაწილობრივ გარუჯული გამყიდვლებიც ამაყად ელევიან სამუშაო ადგილს.

და მაინც ბედნიერი სახეები, ყველას ცხელა, მაგრამ აგრილებს ზღვა,რომელიც სისუფთავით არ გამოირჩევა, მაგრამ უკეთესი ვარიანტიც არ არის. ქართველები ტრადიციულად არჩევენ წინა ღამის  ისტორიებს და ნაბახუზევზე პერიოდულად იხსენებენ სად, ვისთან და რა დალიეს. ბოლოს თუ არავისთან უჩხუბიათ და მშვიდად დაბრუნდენ მინიმუმ 10 დღით დაბრონილ სასტუმროში თავს ბედნიერად გრძნობენ და მომდევნო ღამის დაგეგმარებას იწყებენ.

გოგოები თავისთავად შეიარაღებულნი არიან ქენონისად ა ნიკონის ნახევრად ან სრულად პროფესინალი ფოტო აპარატებით.

ჩხრუპ, ჩხრუპ… ხმა ისმის ყველა მხრიდან და სულ უფრო დიდი მონდომებით ეტრფიან ობიექტივს.

-აუ რა მაგარია ავტვირთავ შენც დაგთაგავ.

სად ატვირტავს და სად დათგავს უკვე არავის არ ებადება კითხვა, ყველამ ისედაც კარგად იცის.

განვაგრძოთ გზა.

-ბებო ამოდი ზღვიდან, დიდი ტალღებია.

არსდროს მესმოდა,რატომ უნდა გაგეშვა შვილი ბებიასთან ერთად. ის ხომ ვერასდროს გაერთობა მასთან.

ვაიმე ვერ ვიტან ბაშვებს საცურავი კოსტუმის გარეშე. ესეთებიც გვხვდებიან. არ აქვს მნიშვნელობა 1 თვის არის თუ 5 წლის. ვერც იმას  ვიტან ჭუჭყიანი ძაღლები,რომ ბანაობენ ჩემთვის განკუთვნილ ზღვაში, ვერ იმას,რომ გასაქირავებელი ნავები სანაპიროზე ახლოს მოყავთ, სწორედ იქ სადაც პატარა შიშველი თუ ჩაცმული ბავშვები გასართობად არიან მოკალათებული.

-გვშია, გვშია. წავიდეთ და ვჭამოთ. თან ცხელა, ცხელა.

არც ეს არ მიყვარს, ვგიჟდები შუადღის მცხუნვარე მზეზე, ვიცი,რომ ვიწვი,მაგრამ ვერასდროს ველევი მას იძულების გარეშე.

ალაგდა და ჩალაგდა ჩვენს მიერ მოტანილი ან ნაპირზე შეძენილი ნივთები. გავუდექით გზას და ამწვანებულ ბულვარში დავწყეთ საკვები ობიექტის ძებნა.

ნათელი ფერები. ყვითელი, წითელი, იისფერი, მწვანე, ცისფერი. ფერადფერადი საჰაერო ბურთები, ღიმილი, უსასრულოდ ბევრი ღიმილი. ბედნიერება, ოცნება. მზე, სითბო, ზღვა.

ერთი წლით ვემსვიდობებით ზაფხულს:)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: