მზადებააა!!!

Advertisements

Candy-გემრიელად ტკბილი :)

Candy -ს სახელი  ახალი წლის დადგომას უძველესი დროიდან უკავშირდება, მაგრამ ლეგენდები,რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს რთულია გაარკვიო,რომელია სიმართლე და რომელი არა.

არსებობს ვერსიები ,რომკენდი მეცამეტე საუკუნეში საფრანგეთში წარმოიშვა, სავარაუდოდ წარმოიშვა ეკლესიაში იქ სადაც იმ დროისთვის ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ. ბავშვები სმახურობნენ ტაძარში და სხვა თანატოლებთან ერთად გალობნენ, სწორედ გალობის შემდეგ ისინი ღებულობდნენ ქენდის ტკბილეულს რათა სიმშვიდე შენარჩუნებულიყო.

მათ ბევრი ფიქრის შემდეგ შაქრისგან დაამზადეს ტკბილი თეთრი კამფეტი და გაუკეთესმძჳმე ხის ჯოხი.  მოგვიანებით კი სხვადასხვა ვარიაციებით გავრცელდა ,  მოხრილი მძიმე ტკბილმა და ზოლიანმა ჯოხმა შეცვალა, რომელსაც ”J”ს ფორმა მეცა.

საუკუნეების შემდეგ საახალწლო კამფეტი წელიწადის სხვა დროებსაც მოედო და მოგვინებით ბავშვებთან ერთად უფროსებისთვისაც უგემრიელეს და საყვარელ ტკბილეულად იქცა.

შობის სიმბოლოდ დღეს ამერიკის შეერტებულ  შტატებშიც ითვლება. უგემრიელეს ქენდის უკავშირდება არა მხოლოდ ზოლიანი ჯოხები არამედ ისეთი ცნობილი ტკბილეული ,როგორიც არის ”M & M” ” სნიკერსი” და სხვა ფერადი რგოლები ან ჟელატინიანი კამფეტები.

არაერთხელ შეგვხვედრია ცენდის ტკბილეული რომელიმე კინოფილმსა თუ მულტფილმში. გავრცელებულია სხვადასხვა გასართობ კომპიუტერულ პროგრამებსა დათმაშებში.

რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად ცენდის ფართი ”ბამბა რუმში” გაიმართა. ყვეფერი ფერადი და ზოლიანი იყო. ყველა მაგიფდაზე სრულიად უფასოდ ქენდის ტკბილეური დარიგდა.

ევროვიზიაზე გამარჯვებული მუსიკალურ ჯგუფსაც, ქართველი პატარების მონაწილეობით სწორედ ”ქენდი” უწოდეს.

 

არ ვიიცი ეს ტრადიცია საქარველოში იყო თუ არა დანერგილი. აშკარა, რომ წელს გასული წლებისგან განსხვავებით უფრო პოპულარულია და მოსახლეობაშიც მეტ ინტერეს იწვევს.

გამახსენდა ბავშვობა,როდესაც მშობლები ზოლიან კამფეტებს ყიდულობდნენ, ზოგი მენთოლიანიც იყო, ზოგს მარწყვის არომატი ჰქონდა. მაგრამ მე მაშინ ჩემი მშობლების მსგავსად არ ვიცოდი თუ ამ გემრიელ კამფეტს ქენდი ერქვა:)))))))))))

 

მე <3

მე მკითხველი არ მყავს. ვწერ ჩემთვის… ვიზიარებ სხვის გვერდებს, ჯერ გამზიარებელი არ მყვას. ველოდები კომენატარს,რომელსაც არავინ წერს. მე მაინც განვაგრძობ წერას, ვიცი,რომ სისულელებს ვწერ, მაგრამ მე მაინც მინდა ვწერო. კითხვა იბადება სად არის მკითხველი. იქნებ მხოლოდ ერთმა მინდა წაიკითხოს???Image

არც დღევანდელი დღე არის გაონაკლისი. ჩემ ცხოვრებაში დასვენების დღეების გარდა ყველა ერთმანეთს გავს. განსხვავდებე ერთი გადაღება მომწონს ან არა. მე მაინც ვდგები დილადრიან იმისთის,რომ სამსახურში არ დავიგვიანო და სიუჟეტი გავაკეთო. თუ არ გამამრთლებს ან თემა სათნადო არ მაქვს მთელი დღე მიწევს კადრ-სიქრონებზე სირბილი. არც ეს არის ცუდუ. უბრალოდ არსებობს კარგი და ცუდი კადრ-სინქრონი. მომწონს კრიმინალი, პოლიტიკა, უარს არ ვამბობ სოცილურ თემებზე. ნაკლებად მიზიდავს კულტურა, მაგრამ ხშირად მიწევს.

Image  დღევანდელ დღეს თავგადასავლის გარეშე არ ჩაუვლია. უბრალოდ უვკე აღარ ვიცი ვის აინტერესბეს, ეს უაზრო ისტორიები. როგორ მიდოდა მომესწრო გამოშვებისთვის და როგორ მოვასწარი ან ვერ მოვასწარი. როგორ მინდოდა ცალკე ჩამეწერა რესპოდენტი და არა სხვა არხის ჟურნალისტებთან ერთდ, როგორ მინდოდა კითხვა სხვისთვის დამესწრო, ან მიკროფონი ბრიფინგზე სხვა მიკროფონებს შორის დამედო. მაინც ვერავინ იგებს რას ნიშნავს ჟურნალისტისთვის მოიპოვო ის ინფორმაცია რაც გაინტერებს და გაიგო მეტი ვიდრე რომელიმე სხვა ჟუნრალისტმა ცის.  მოპოევება შესაძლებელია ყველანაირად, სულერთია რას მოიმოქმედებ შენ. შესაძლოა ჩემში განსაკუთრებული ნიჭი არ იდოს, მაგრამ მე ძალიან მინდა გამომივიდეს. როგორც ამბობენ ჟურნალისტიკას სწორედ ერთგულებს იფარებს, ერთგული უნდა იყო, ერთგული,როგორც ძაღლი.  მე ამაის იმედი მაქვს. ერთგული მხოლოდსაქმის მიმართა არ ვარ , ვხედავ,რომ იმ სამსახურის ერთგულიც ვარ სადაც ვარ.  ვთვლი,რომ მისი ცუდიც და კარგიც ჩემია,რადგან ის ცჰემი ოჯახია და უნდა ავიტანო.  Image

დედაჩემთან ბოლო დროს ხშირად მაქვს კონფლიქტი. კონფლიქტი ხმამაღალლი ნათქვამი, მაგრამ ხშირად მეკამათბა ჩემი სამსახურის შესახებ. ხან ითხოვს წამოდი და სხვა სამსახური მოძებნეო, ხანაც მოითხოვს დაანებე ყვეფერს თავი და ჩემთან ჩამოდიო. იმას კი ვერ იგებს,რომ მიყვარს ის რასაც ვაკეთებ. და ცხოვრებაში ყველას აქვს მიზანი. შესაძლებელია ყველამ ვერც მივაღწიოთ მწვერვალს, მაგრამ აუცილებებია მისკენ მიილტვოდე და ცდილობდე მაინც. ჩემთვისაცესე ცხოვრებას ხიბლი,რომ გააჩდეს მე უნდა მინდოდეს რარაცის კეთება , მე მინდა ვაკეი ის რასაც ვაკეთებ და ვიყო იქ სადაც ვარ.

კი! ისე მიდის ამ გადაღებების საქმე,როგორც ინდურ კინოში) არეული დარეული, მაგრამკარგი დასასრულითა და დიდი ინტერესით.ხო იცი მინდა გითხრათ,რომ რაოდენობდივარაც ბევრია:) ძველებურად ღამ-ღამობით სიზმრებსაც ვეღარ ვნახულობ, რადაგან შეზღუდული რაოდენობიტ მძინავს და თან ღრმად. არ მახსოვს:):):):)  კი მერე დაღლილობისგან შემიძლია ბევრი ვიტირო ან ჩემ დას ვეწუწუნო უსასრულოდ. მაგრამ მერწმუნეთ,რომ ამ ყვეფრის გარეშ რთლია. კარგი გაგებით ჭაობია, რომლისგანაც ამოსვლა რთულია,მაგრამ არ ცდილობ უბბრალოდ იმიტომ ,რომ არ სეგიძლია. უკვე დიდი ხანია პრაქტიკანტი ვარ, მაგრამ დამერწმუნეთ,რომ ეს ერთადერტი ადგილია, სადაც შეგიძლია ფულზე ფიქრში დრო არ გაატარო. მერწმუნე რთულია. ეს ცხოვრება არც ისე ლამაზია, რომ ფული არ გესაჭიროებოდეს, მაგრამ იმედით ცხოვრობ. მე ბრძოლის უნდარი უკვე აქ მოსვლის თანავე გემატება. სესაზლებელია ყველგან ასე იყოს, მაგრამ პრესაშიც ვიმუშავე, ანალიტიკაშიც, რადიოშიც…განსხვავდება მერცმუნე,რომძლაინ განსხვავდება. 

ამბიცია ბევრს აქვს. მე მქონდა ალბათ, ახლა სულერთია, მთავარი ვიყო ამ საქმეში. დროსთან ერთდ ყველა გაიზარდა, მეც გავიზარდე. ამბიცია არ მაქვს, მაქვს მიზნები.

მინდა ვწერო და მეც ვწერ.. განა რამე საინტერესოა ახლა აქ. არაც არფერი. უბრალოდდ ამიტანეთ მე ესე მიყვარს.. და ამიტომაც მინდა ვწეროოო

შენიშვნა

კათოლიკური შობა

ქრისტიანების დიდი ნაწილი დღეს ქრისტეს შობას ზეიმობს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება. თუმცა კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა. ქრისტეს შობის 25 დეკემებრს აღნიშვნის გადაწვეტილება თავის დროზე საქართველომაც მიიღო, თუმცა გასაბჭოებული ქვეყანა რუსული ეკლესიის გავლენით საბოლოოდ მაინც ძველ სტილს დაუბრუნდა. ამას იმიტომ ავღნიშნავ (ხაზგასმით ),რომ ბოლო დროს ხშირად მხვდება ყურში.

 

შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად ათასობით მორწმუნე მაცხოვრის დაბადების ადგილას ჩავიდა. ბეთლემში სადღესასწალო ღვთისმსახურება იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა აღავლინა. 

ტრადიციულად სარკმელთან სანთლის ანთებით მიულოცა ქრისტეს შობა მორწმუნეებს რომის პაპმა. შუაღამის დადგომისთანავე ბენედიქტს მეთექსვემეტესმ საზეიმო მესა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. ქადაგების დროს მან საშობაო სეზონზე კომერციული მიზნებისგან თავის შეკავებისკენ და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

 

წირვის დროს ტაძარში 10 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. 84 წლის პაპი ბრწინვალე დღესასწაული  მსოფლიოს კიდევ ერთხელ ტრადიციული საშობაო მიმართვით სხვადასხვა ენაზე მიულოცა.


ჩვენ დღეს ”ვლოცულობთ მათთვის, ვინც შობას სიღარიბეში, გაჭირვებაში, ემიგრაციაში ხვდება. ღმერთმა თავისი წყალობა მოუვლინოს მათ. ჩვენ ყველა ვიყით კურთხეული იმ მადლით, რომელიც უფალმა ქრისტეს შობით მოგვანიჭა. ”
კათოლიკური სამყაროს გარდა, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს რამდენიმე ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა, 25 დეკემბერს აღნიშნავს. საქართველო კი ქრისტესშობას ახალის წლის დადგომის შემდეგ 7 იანვარს იზეიმებს.

25 დეკემბრის ღამეს შობის დღესასწაული მიულოცა ყოვლად წმინდა მარიამ ღვთიმსშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში მისულებს
თბილისის მერმა. გიგი უგულავა ტაძარში ღამით წირვას დაესწრო. საეკლესიო მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს საშუალება ქონდა ტკბილეული დაეგემოვნებიათ. მეორე დღეს  ეკლესიის ეზოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული კონცერტია დაგეგმილი.

 

 

 

პ.ს. ღამე,როდესაც კათოლიკური შობა დადგა მეც ვიყავი ლესელიძის ღვთის მშობლის ტაძარში. მიუხედავად იმისა,რომ სანახაობა ძლაინ კარგი იყო, გულში მაინც მართლმადიდებლურ გალობას ვღიღინებდი. ღმეთმა დალოცოს და გააძლიეროს მართლმადიდებულირი ერი , იმისთვის,რომ დიდზანს ვილოცოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი საქრწმუნოების ძალა და მადლი.

სახლიდან ბანკში და უკან

როგორც ყოველთვის ჩემი ისტორიების უმრავლესობა ბანკს უკავშირდება, ვერ ვიტყვი რომ მდიდარი ვარ ან ჩემი საკრედიტო ბარათების რაოდენობით ვამაყობ. ვერც იმას ვიტყვი, რომ კრედიტებითა და სესხებით მანებივრებენ საკრედიტო ოფიცრები. ვაღიარებ არც მიცდია, მათგან განებივრებული ვყოფილიყავი, მაგრამ ხშირად მიფიქრია საკუთარ ფულზე.

ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველი ხელფასი ავიღე, თუმცა ის არ ჩარიცხულა  საკრედიტო ბარათძე, არ მქონდა და იმიტომ (პატარა ვიყავი ) ახლა საკრედიტო ბარათი მაქვს. :))) ხელფასი არა

 

დიახ! სჯობს მივუბრუნდე თემას, რომელიც ჩემსა და ბანკის ურთიერთობას ეხება. მას შემდეგ რაც პირადოობის დამადასტურებელი მოწმობა ავიღე და ახლა უკვე აი–დი ბარათი კვირიდან კვირამდე ხან ერთი მოლარეს განთავისუფლებას ველოდები ხანაც მეორესი. კვირიდან–კვირამდე ჯერ ჩემთვის ჩარიცხულ თანხას ველოდები (რომელსაც ჩემი მშობლები იმისთვის რიცხავენ, რომ 22 წლის ასაკში კიდევ მარჩინონ. უხერხულია ვიცი) ხანაც კომუნალური გადასახედაბეის გადახდა მიწევს.

არავითარ შემთხვევაში! ახლად შექმნილ აპაარატში კომუნალურ გადასახადს არ დადავიხდი იქ თანხის ჩარიცხვა იმაზე მეტად მეზარება ვიდრე ბანკის მოლარესთან რიგში დგომა თან უსასრულოდ. ვფიქრობ, ნდობის ამბავია არ ვიცი.

შორიდან მოვუარე და მაინც იმის მოყოლას ვიწყებ, რომ დღესაც ბანკში უნდა წავსულიყავი. მოკლე ტექსური შეტყობილება თავისთვად მივიღე,  გამომგზავნელის სახელი და გვარი, ანგარიშის ნომერი და თანხის რაოდენობა. ის ისედაც კარგად ვიცი, თუ საიდან მოდის თანხა თბილისის მიმართულებით. ამ ბოლო დროს იმასაც ვატყობ , რომ არც გამომგზავნელს კითხულობს ვინმე ყველა მოლარემ კარგად გაიგო, ვინ არის გზავნილის ავტორი.

შეტყობინება წავიკითხე. თავი ისვ ჩემ ბალიშზე დავდე. გულში გავიფიქრე 5 წუთიც დავიძინებ და ავუყვები აღმართსთქო. ხუთი წუთი დაახლოებით ერთი საათი გამეღვიძა. თვალები გავახილე და საათს დავხედე მთელი დღის სიზარმაცე საწოლში დავტოვე და წამოვფრინდი. ტანსაცმელს ხელი დავსტაცე და არ მახსოვს, როგორ მაგრამ ჩავიცი.

–..როგორ მეჩქარება, უნდა მივასწრო. ჩავიბუტბუტე და თვქუდმოგლეჯილი გავარდი სახლიდან.

კარი  ჩავკეტე და კიბეზე ჩავირბინე. ჩემი აი–დი ბარათი ისევ სახლში დამრჩა.

–რა შაშინელება ერთი ციცქნა მრავალ ფუნქციური ბარათი მას ჩემი პირადობის მოწმობა მერჩივნა. არსად ეტეოდა, მაგრამ მაინც არ ვტოვებდი სალხში. ესეც სიმწრისგან წარმოვთქვი, სულაც არ ვფიქრობ ახლა ასე. სახლის კარი ისევ გავაღე და ბარათი ავიღე.

ბავშვობაში ჩვენი სახლის კარი დახურვისთანავე იკეტებოდა. დღეს კი აუცილებლად უნდა გადაატრიელო გასაღები და ურდული ჩამოწიო დაზრევის მიზნითი. მეც დავიწყე ამ საშინელი ოპერაციის შესრულება. შემოვტრალდი და კიბეებისკენ გავაშურე

– გამარჯობა! ლივტის ფული, სადარბაზოს განათების, დასუფთავების, ნათელა ბების გარდაცვალების ყვავილების ფული, ეზოში დამლაგებლისა და ბარემ თითო–თითო ლარი სადარბაზოში კედლების გასარეცხად შევაგროვეთ 2 თვის წინ და ისიც მომეცი. განაცხადა ჩემმა მეზობელმა ზედა სართულიდან, რომელიც დაახლოებით სამი თვეა გავიცანი 

–ბატონო? ეს სულ რამდენი ლარია და ვინ არის  ნათელა ბებო?

–ნათელა ბებო მეზობელია მე–7 სართულიდან. მეზობლის დედა უფრო სწორად და როცა გარდაიცვალა  მეზობლები წავედით და ჩვენი სადარბაზოს სახელით ყვევილები ვიყიდეთ.

–მე რომ არ ვიყავი?! 

–ჩვენ მეზობლების სახლელით ვიყიდეთ. ოდნავ დაიძაბა და კბილის ჭრაჭუნის ხმა შემომესმა საუბრის ბოლოს…

–და კედლები ახლა გაწმენდილია? ჩემთვის არავის უკითხავს აზრი. ერთი ან 30 ლარი არფერი, როდესაც შენ გჭირდება ან გსიამოვნებს. მაგრამ არფერში მაინტერესებს ჩემი სადარბაზოს კედლებს გაკრული სარეკლამო პლაკატები მოაშორეს თუ არა, ან ნათელა ბებოს პანასვიდზე ჩემი მეზობელი ვენერა ყვავილებით მივიდა თუ გვირგვინით. ან რატომ არ მითხრეს, როცა წავიდნენ იქნებ მეც მადარდებდა  ოჯახის ტრაგედია? გამეციინა საკუთარ აზრზე. მე იქ წამსვლევს ვგავარ ახლა?!

–კი შვილო ამას ახლა შენ ვერ ამჩნევ?

–დიახ, დიახ ახლა მომხვდა თვალში. ამოვალ ნახევარ საათში ბანკიდან გამოვიტან თანხას.

გამომიშვა. ეზოსიც გავედი, რომლის შემოსავლელ კართან დიდი ასოებით ახლად შექმნილი წარწერა დამხვდა

–ეს ეზო კერძო საკუთრება, გთხოვთ არ შემოიყვანოთ ძაღლები და ნუ დააყენებს სხვის ავტომობილებს.

ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ნაწილობრივ არა. ძაღლის ყოლა მომინდა მთელი დღე ეზოში გავუშვებდი და დღის ბოლოს ამოვიყვანდი. ეს კერძო საკუთრება ჩემიც არის და სხვისი ძაღლიც არ გამოდის. 

გავედი ეზოდან და მოვწყდი იმ ადმინებს,რომლებსაც ახალი სადარდებელი გაუჩნდა ვინ იქნება კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე. მხოლოდ ამის გამო მთელი დღის მანძილზე არც თუ ისე უხუცესები ეზოში სხედან და სხვის შვილებს ჭორავენ. რატომ არა მათი შვილები სხვა უბნებში იჭორებიან სამაგიეროდ. რა სასაცილოა არ იცით.   მოვწყდეთ ახლა ამ უაზრო თემას, თორემ მეც ისეთივე ჭორიკანა ვარ როგორ სხვა ჩემს უბანში. 🙂

ფიქრებში ვარ წასული. ავტობუსის გაჩერებაზე ისეც უამრავ მეგრელს მოვკარი თვალი. გადავიდე სჯობს და არც ერთს დავენახო ამის დრო არ მაქვს, უკანა გზაზე თუ დამხვდებიან სიამოვნებით გავიხსენებ ბავშვობას,. გადავკვეთე პავლოვი, უკაცრავად ყაზბეგის გამზირი და სულ რამდენიმე მეტრით მივუახლოვდი ბანკს. ავუჩქარე ნაბიჯებს და კიდევ ერთხელ მივხვდი,რომ აზრი არ ქონდა მისვლას.

ვაჟაზეც ავღმოვჩნდი და შევაღე კარი . რიგია. არა რიგი დარღვეულია.

–გოგონა მომაქციე ყურადღება , ახალგაზრდები დაგელოდებიან. წამოიძახა ქალბატონმა, რომელიც რიგის ბოლო ნაწილში იდგა.

–უკაცრავად ბავშვები დაცდიან მე არა. უპასუხა მერემ..

აირია მონასტერი თუ არაული იყო არ ვიცი, მაგრამ ვიცი,რომ უფულოდ ვრჩები მე.

საათს შევხედე 17 საათი 15 წუთი. ბანკი გზავნილების გაცემას 17 საათსადა 20 წუთზე ასრულებს. მცხელა. აზრი არ აქვს.

–სამი ადმინის მომსახურეობას მოვასწრებ დანარჩენისთვის აზრი არ აქვს აქ დგომას.

–სამი? 5 მაინც გეთქვა . შეეპასუხა მოლარეს ერთ–ერთი.

მე მაინც ველოდე და აზრი? არანაირი. 18 საათსა და 20 წუთზე სახლში წამოვედი.

–როგორ უნდა მეძინოს სულ? რატომ ვერ ვისწავლე, რომ ძილი ყოველთვის მიფუჭებს საქმეს. რა ვქნა ხვალამდე? ეს აზრები და ფიქრები სულ უფრო და უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებდა.

–მეზობელი? ავალ და ვეტყვი,რომ ბანკი დაკეტილი დამხვდა.– გაგიჟდება. სხვა გზა არ მაქვს. სიმართლეს ვეტყვი გაგიჟდება და მერე მეც გავგიჟდები.ჩემი გამჭირვებია. –მტელი გზა ვებუტბუტები ჩემს თავს.

გადმოვკვეთე უკვე პავლოვი, უკაცრავად ყაზბეგის გამზირი. ისევ მეგრელებს მოვკარი თვალი ავტობუსის გაჩერებაზე. ახლა უკვე ჩემ მეგრელებს,რომლებთან ბავშვობის გახსენებას მირჩევნია მათთან ერთად გატარებული ბოლო დღე გავიხსენო. დიახ ანუ ჩემები იდგნენ .. ულამაზესი ბავშვობის ნაწილი,რომლებიც ჩემ ცხოვრებაში დღესაც არსებობენ. 

–შენთან ვიყავით არ დაგვხვდი სახლში. მომაძახცა ერთ–ერთმა. მეზობელიც გელოდება, მაგრამ იმედია ახლა ჩვენთან ერთად წამოხვალ.

–იმედია. ბანკში ვიყავიიი….

–დაგაგვიანდა ხო? შემაწყვეტინა საუბარი

–თავისთავად… გამაღიმე 🙂 მე მათან ერთად გავაგრძელე გზა.

სურათი

ვინ ვარ მე???:)):)):))

 

Previous Older Entries