20.03.2014

Advertisements

 

გემრიელი მარი დედა

შვებულებაში ვიყავი. თქვენც იცით რ ხდება შვებულების დროს. დავისვენე. მშობლებტან ვიყავით წასულები და დამასვენეს,, მომიარებს, ბავშვსაც უვლიდნენ და ჩემი ქმრის პერანგებსაც აუთავებდნენ .დილით საწოლს არ ვასწორებდი ასწორებდნენ.  ძალიან თბილი და სახალისო 9 დღე გავატარე დასავლეთში. თან ბავშობისმეგობრები ვნახე. აი ისინი მთელი წელი თითქმის,რომ არ ეკონტაქტები , მაგრამ მათი ნახვა მუდამ გიხარია 🙂50c92c41998a

წარმოსვლის წინა დღეს დედაჩემმა კიდევ ერთხელ გამახსენა მარი ”დედას” ,რომ მყავდა სანახავი. მე ფეხს ვითრევდი. ვიციდი ისეთს ვნახავდი ,რომლის ნასხვაც არ მსურდა. აი ისეთს რომელიც ამატირებდა და დამაფიქრებდა. ეს არის ქალი ჩვენს მეზობლად თუმცა ის უბრალო მეზობელი არ არის.
74b69dbfb468
ბავშვობაში მეზობლებდთან სიარულით თავს არ ვიკლავდი. იყო 3 ოჯახი სადაც გადასხვლა მიყვარდა და ისიც იშვიათად. მაგრამ მათთან ჩემთვსი კარი და ჩემი გულლი მუდამ ღია იყო. ჩემი სტუმრობა ეკასთან (მარინას შვილის) გართობას გულისხმობდა. იდეაში ბებიაჩემი მათთან სამეცადინოდ მიშვებდა, თან მუსიკის. ანუ მე და ეკას პიანინოზე თითების ბრახუნის მეტი არფერი გვებარა. ხო და ჩვენც ვუკრავდით მოცატრის, ბეთხოვენის ან სხვა კომპოზიტორების მელოდიებს, მაგრამ ეს ის არ იყო რაც ჩვენ გვსურდა. ნახევარ საათიანი მეცადინეობის შემდეგ აუცილებლად ვიწყებდით ჭორაობას. ეკა 6 წლით დიდია ჩემზე, მაგრამ საჭორაო მაინც ბევრია.
yu7h3
კ.კ. და მ.მ. ეს ის ინიციალებია,რომელსაც ახლა მე ვერ გავშიფრავ ალბათ ვერც ეკა. მაგრამ ის დანამდვილებით მახსოვს,რომ ის ბიჭები არიან,რომლებიც ძალიან მოგვწონდა. თან მისი ძმის  ლაშას ძმაკაცები იყვნენ. მახსოვს, კადრი როგორ ვურეკავდით ლაშას შეყვერებულ გოგოებს და უთქმელად ვთიშავდით ტელეფონს ან რაღაცეებს ვატყუებდი , რასაც აუცილებლად მოყვებოდა ტექსტი:

-ვინ გარეკინებს შვილო?
1324584083_34c84b252a6e6bc9c475c9c64d23a12a
მოკლედ ვერთობოდით.

მარინა განსაკუთრებული ქალი იყო. ძალიან მაღალი და ლამაზი. შავგვრემანი, ეშხიანი, სადაც ჩაცმული და მომხიბლავი ქალბატონი, რომლის სილამაზეს დიდი დაკვირვების შემდეგ ამჩნევდი .74b69dbfb468

mvyjv თვალში კი მხოლოდ მისი კალათი ნამცვხვრის ინგრედიენტებით სავსე მოგხვდებოდა.  ნამცხვდები არასწორი ნათქვამია, ეს იყო ყველაზე მადის ამღძვრელი ცომისგან შეზავებული სანახაობა,რომლის გემოც არასდროს იშლებოდა შენი მეხსიერებიდან. ეგრეწოდებული ტარტალეტკები, რომელსაც ის აცხობდა ქალაქში დღითიდღე ივრცელედა სახელს. როგორ მახსოვს მისი გემო, ფერადი კრემის ქვეშ აუცილებლად იმალებოდა განსაკუთრებული გემოს მქონე ჯემი. არც ბეზეების გემო დაგაივწყდებოდა, რომელის აცულებლად სავსე იყო შოკოლადის კრემით,რომელსაც შერეული ჰქონდა ნიგოზი. როცა ბავშვი ხარ არაფერი სჯობს კრემში ამოვნებულ ათქვეფულ კვერცხის ცილას. ეს ალბათ 20 წლის წინ იყო და ჯერ კიდევ მაშინ ვფიქროდი,რომ ამ ყვეფრის კეთებას ვისწავლიდი, სულ ტყუილად.5061c50b3a7b აუ რამდენი ტკბილი გემო გაიხსენა ჩემმა მუცელმა, ამ სიტკბოთ გავატარეთ 90 წლები მარინასთან ერთად. ინოვაცია იყო ბახლავა, ვაღიარებ. სამეგრებლო ახლოს არაა ამ ნამცხვართა (აჭარასთან შედარებით), მარინნა კი ახლოს იყო არა მხოლოდ აჭარასთან არამედ მთელი მსოფლიოს ტკბილ და გემრილეს საკონდიტროთა ნაწარმთან დაახლოებული პირია . ერთხელ მოვიდა და დიდ დაფაზე შემოლაგებული ნამცხვარი მოიტანა. ახალიაო, წარმოიდგინეთ გრძელ ფენებად გადახვეული , ფენოვან ცომში დამზადებული და ნიგოზსა და თაფლში შეზავებული ვიზუალურად ვნებიანი და გემრიელზე გემრიელი ცომის მასა.image პირველად მოვერიე, და დღემდე რომ ვყიდულობ ვამბობ,რომ მარინასი საუკეტესო იყო და მე არ ვტყუი. სიგარეტების, ტორტებისა და სხვა დანარჩენი ტკბილი და ნოყირი ცომეული ახსენდება გულს, მაგრამ იმ წამამდე სანამ მარინას ვნახავდი,მეგონა კიდევ ერთხელ დავაგემოვნებდი ყავის ტორტს რომელელსაც ის მიკეთებდა ხოლმე. ბებიაჩემთან ერთად ხშირად აკეთებდნენ კორკოტს და მახსვოს ასე ამბობნენ ჩვენ სხვასთან ერთად არ გვიყვარს კერზების მომზადებაო, მაგრამ ერთად უყვარდათ.62be5b84ee96

შევაღე მისი ეზოს კარი, ავიარე ის კიბე რომელის საფეხურებზეც არაერთხელ მითამაშია ეკასთან ერთად. ავდიოდი და გონებაში ხან ფეხბურთის ბურთი მომხვდა თავში, ხან მეზობელმა მარიკამ შემომძახა გვერდით ეზოდან, გავიხედე და ვნახე მთელ ჭიშკარზე შემოვლებული მწვანესა და თეთრში აჭრელებული უცხო მცენარე, რომლის სახელიც კი არ ვიცი. მტელი მოგონენბები აღვიდგინე იმ 10მდე საფეხურის ავლაში. უკანა ეზოს გადავხედე, ისევ დავინახე დიდი ონკანი ისევ მიღიმოდა გაბზარული ცემენტი. კარი სულ დაძველებულა.image4 დიძველისგან ამძვრალა საღებავი. დაუბერებელი სახლებიც კი ოდნებიან, ბერდებიან და საკუთარ პატრონებსაც უჩენენ ნაოჭს. ოთახში შევაბიჯე მშვიდად, ბნელოდა, ამ სიბნელეში ისევ ველოდი თავ ახდილ იატაკს, რომლიდანაც წითლად თუ შინდისფრად შეღებილი კიბე მიმართება ქვედა სართულზე, ხის საშიში კიბე საიდანაც არა ერტხელ ჩამოგორებულა მარი დედა და ჩალურჯებია ფეხები. მოგვიანებით გამახსენდა,რომ ის მეორე ოთახში უნდა მეძება თვდაჯერებულმა განვაგრძე გზა რადგან ვიცოდი არსად ცავარდებოდი. თან ვიხსენებდი ეკას სიტყვებს, ხმას, ფიქრებს. და აი შევაღე კარი, ვიცოდი რომ საწოლში მელოდებოდა, არც კი მელოდებოდა ეს მე ველოდი მას. ისევ ფუმფულას, შავ სწორ თმაში, მომღიმარი სახით მაღლა ლამაზ ქალბატონს.

ცრემლები მომდგა. ჩავეხუტე და ეს ცრემლები გადავყლაპე. ახლა მუცელში დაიწყო ტირლი. გული ამჩქარდა ვკნკალებ. არ ვიცი რა ვუთხრა ,რით დავამშვიდო. მინდოდა ჩავხუტებოდი, მინოდა მეკოცნა, მინოდა მოვფერებოდი. მინოდა მეთქვა ,რომ ძალიან მიყვარს. მინოდა კიდევ ერტხელ მეთქვა,რომ მისი ყველა საჩუქარი დღემდე მაქვს შემორჩენილი. მინდოდა კიდევ ერთხელ გაეგო,რომ ეს ის ქალია რომლისგანაც არასდროს არფერი მწყენია. რომელიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ხმას ვერ ვიღებდი. კითხვებს აქეთ სვამდა, და აი დაიწყო ტირილი
9f617f78fa86
-დავიღალე, მტელი დღე აქ წოლით დავიღალე. ახლა ბეჟანა იყო შემოსული (ქმარი), ისიც ტიროდა. ნასვამია და ამბობდა რა უნდა ვქნა უშენოდო. ჩემი მული წავიდა, წავიდა და როგორც შვილმა დედას ისე გავტირე, ისე მივლიდა ეს ერთი კვირა როგორც შვილს. ისე მეფერებოდა. ამ კარიდან 5 ჯერ მაინც მობრუნდა დასამშვიდობებლად. და მაინც წავიდა. შემპირდა ეკასთან ერტად ჩამოვალ შაბათ-კვირას თბილისიდანო.
mae-e-filha_large

მერე ისევ დაწყნარდა, ისევ გაიღიმა, ისევ თვალები გაუნათდა. გამხდარი იყო, ძალიან გამხდარი. ძალიან თხელი კანი ასხია მის ძვლებს. ძალიან თბილი იყო. თითქოს ღუმელთან იწვა და კომოოდზე უმარავი წამალი და ხატები ელაგა. ხელებს დავხედე და გამახსენდა როდის მივხვდი, რომ ლამაზი ქალი იყო. ერთხელ ფოტოებს მაჩვენებდა და ამოიღო იმ დღის ფოტო როცა გათხოვდა. გრძელი შავი თმით გოგო იყო, არც ისე სწორი, ლამაზი შავგვრემანი და მითხრა ეს მე ვარო მე კი არ დავუჯერე. ასეთი ლამაზი არ მეჩვენებოდა. შემდეგ ავხედე და თვალებში ცავხედე. აი იმ თვალებში სულ რომ ტიროდა. და მივხვდი ის ძალიან ლამაზი ქალი იყო. ეს შავი დალალები ნაკადულივით ედებოდა მის სახეს დღეს კი მის თმებს ფერიც კი არ ქონდა. და აი თითებზე ვსაუბრობდით, რა ლამაზი იყო. ნაზი და ფაქიზი, თითქოს გუშინ გამოვიდა სალონიდან , მუქი ფერის ლაქი ესვა და და სულ თეტრი თითები ჰქონდა, ბიცოლაცემს უთხრა მუქი ფერის ლაქი მინდა 365 მგონი ნომერიო. თიუთქოს მის გამომსვლეს კაბას,რომელიცთეტრში უნდა ცაიცვას სხვა არ მოუხდებაო და სინამდვილეში კი თითქოს უბალო მარი დედა საწოლშიც კი იპრანჭება. გული მტკივა, ნიშნობის ბეჭედი ეკეთა თითზე და მეგონა ფილმის პერსონაჟი იყო.e35f13da893a

ძალიან მტკივა ახლა გული, არასდროს მინდა ასეთი კადრი ვანხო. მინდა კარგად იყოს მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა როდისმე კარგად. დავემშვიდობე, ისევ გულში ჩამიკრა და ისევ გამიღიმა. ახლა მეორე მხრიდან გამოვედი. გამოვიარე ისევ ბავშობის წლები. მწვანე სასტუმრო ოთახი, სადაც მე და ეკა პიანინოს კლავიშებს ვუტყაპუნებდით თიტებს, სადაც ვჭორავდით ლაშას მეგობრებს, სადაც მარი დედა გვეძახდა და გვახსენებდა,რომ უნდა გვემეცადინა. ეს არის სახლი მოგონებებით სავსე.~
images (1)
არ მინდა არ ავღნიშნო,, მარინასაც ყავდა დედამთილი,რომელთანაც ურთიეერთობა არც ისე ადვილი იყო. მთელი ცხვრება სოფელში გაატარა მას შემდეგ რაც ცუდად იყო მარინამ თავისთან წამოიყვანა სახლში და წლების განმავლობაში როგორც საკუტარ დედას ისე უვლიდა. მახსოვს მისი გარდაცვალების დღე მარი დედა ჩვენთან შემოვიდა და ბებიაჩემთან იტირა.

-ის ხომ ჩემთვის დედასავით იყო. ზუსტად ისე მიყვრდა და ზუსტად ისე ვტირი.
images (2)
მახსოვ ეს სიტყვები და მახსოვს მისი ცრემლები. დავიჯერო ეს ქალი იმის ღირსი არა მასაც ასე მოუარონ? დავიჯერო მთელი ცხვრების განამვლობაში არაფერი დაუმსახურებია? მე არასდროს მინახავ ჩემი მეზობელი ბედნიერი, ის მუდამ სევდიანი თვალებით, მომღიმარი სახით და კალათით ხელში დადიოდა.

2013120613323746204

.

x

დავეხმაროთ დიტოს!!!

 

პირველად ვნახე ალბათ 7 ან 8 წლის იქნება. ჩემ შვილზე 2 ან 3 წლით დიდი. ის ისეთ პატარა და ყოჩაღი. hug

მისვლის თანავე თვალში მომხვდა ის და მასთან ერთად კიდევ ერთი ბავშვი, ლამაზი იყო გრძელი მუქი ფერის თმით. დედას გავდა, რომელიც მასთან ერთდ იყო მოსული. საბოლოოდ გაირკვა,რომ ქალი 2 ბავშვით დიტო ცინცაძის ცოლ-შვილი იყო. მომადგა თვალზე ცრემლი. თვალებში ვერ ვუყურებდ, რატომ? იმიტომ,რომ ჩემი თვალები არაფრის მეტყველი იყო. მათი კი ტკივილის.

ბიჭმა ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყო. გუდვილში აქცია იყო, ცნობილი ჟურნალისტები დიტოს დახმარებას ჳინგა გრიგოლია დიდი გამჭირვალე ყუთით იდგა და გუვილში მოსულ მომხმარებელს დიტოს ოჯახის სატკივარს უხსნიდა, ისინი კი შემოწირულობას ყუთში ანთავსებდნენ. მათ შორის აღმოცნდა იქ მოსული დიტოს პატარა შვილი. მივიდა დინჯი ნაბიჯებით და ყუთში თანხა ჩააგდო. ის მამის გვერდით არის, მაგრამ მამა ვერ.  s

ახლა დიტოს ყველაზე მეტად უჭირს, რამდენი აქციაც არ უდა ჩატარდეს ჩვენს შეგნებამდე არ მოვა ის რაც იცის დიტომ. ჩვენ ვერ გვეტკინება და ვერ დავეხმარებით ისე,როგორც სჭირდება დიტოს. და მაინც ჩვენც არ ვყრით ფარ-ხმალ. მაგრამ ამ დროს დიტოს აგვიანდება.

მეგობრებო დიმიტრი ცინცაძეს აქვს სიმსივნე, დიფუზური მსხვილუჯრედიანი არაჰოჯკინის ლიმფომა. მას ერთხელ უკვე ჩაუტარდა  ქიმიოთერაპიის 2 კურსი წელს ოქტომბერსა და ნოემბერში. თითო  კურსი ჯდება საშუალოდ 15 000 ლარი. ესაჭიროება (მაღალდოზირებული) ქიმიოთერაპიის კურსის გაგრძელება და შემდგომ აუცილებლად ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ, რომლისთვისაც საჭიროა 100 000 ევროდან 150 000 ევრომდე.  di

მის შვილებს კი სჭირდებათ მამა,რომელიც გაასეირნებს, რომელის მოუვლის, როგორლიც ამეცადინებს, რჩევებს მისცემს. ბავშვებს უბრალოდ მამა სჭირდებათ. ჩემი შვილის შემყურე ვისწავლე რას ნიშნავს დედისთვის შვილების მარტო გაზრდა , ისიც ვისცავლე, რას ნიშნავს,როდესაც მამა სათანადოდ გვერდით ვერ უდგას შვილებს. მაგრამ ჩვენ შორის უზარმაზარი სხვაობა , მე ვიცი,რომ ჩმემი შვილის მამა ხვალ მაინც დაბრუნდება ჩვენთან  და იქნება ჯანმრთელი, მაგრამ ეს არ იციან დიტოს ოჯახის წევრებმა. მეგობრებო გთხოვთ გადავარჩინოთ დიტო, გთხოვთ დავეხმაროთ მას.დღეს თუ ჩვენ მის გვერდით დავდგებით ვისწავლით რას ნიშნავს ერთი ადამინის ბედნიერება, ერთი ოჯახის, ერთი ბატარა ბიჭიის ან გოგონასი,რომელიც სახლში ყავსი დიტოს. მე მინდა ჩვენი დახმარებით ღიმი ვაჩუქოთ დიტოს პატარებს.

60551_393592744054494_1407174384_n

ახალი წელი მოდის, მე გულში დარდი მავს. რა მნიშვნელობა აქვს ბედნიერებას ჩემთვის,როდესაც ვიცი რომ ჩემ უბრალოდ ნაცნობს ასე ძლიერ უჭირს. მათი შემყირე მივხვდი,რომ ჯანსაღი ცხვორება უნდა ვინატროთ. ღმერთმა ყველა გაგავძლიეროს,რომ დიტოს გაძლიერება შევძლოთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ და თუ ოდნავ მაინც გადარდებთ ხოლმე სხვისი სიცოცხლე, სხვისი ტკივი და ვეხმაროთ მათ.

ხანდახან არსებობენ ადმინები,რომელთა სიცოცხლის ფასი არფერია. დიტო სულაც,რომ არ იყოს კარგი მეუღლე, მეგობარი, შვილი, მეზობელი, თანამშრომელი, ის არის ძალიან კარგი მამა და მას ყავს 2 შვილი. დავუბრუნოთ ბავშვებს მამა.

 

ბანკის რეკვიზიტებია:კორ- სტანდარტ ბანკიბანკის კოდი: KSBGGE22ანგარიშის ნომერი: GE27KS0000360101317201 ლარშიმიმღები: დიმიტრი ცინცაძე COBADEFF COMMERZBANK AG FRANKFURT AM MAIN GERMANY DEUTDEFF DEUTSCHE BANK AG FRANKFURT AM MAIN GERMANY KSBGGE22 JSC”KOR STANDARD BANK” GE27KS0000360101317201 FOR EUR ევროში BENEFICIARY NAME: DIMITRI TSINTSADZE BKTRUS33 DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICA KSBGGE22 JSC “KAR STANDARD BANK” GE27KS0000360101317201 FOR USD დოლარში BENEFICIARY NAME: DIMITRI TSINTSADZE შეიქმნა დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდი. გვაქვს ტელეფონის ნომერი, რომლის ზარის ღირებულებაა, ერთი ზარი ერთი ლარია. ეს კომპანიებია: სილქნეტის(სახლის ტელეფონი, უსადენო, S1თი) ყველა ქსელი, ასევე ჯეოსელის ყველა ქსელი, მაქთიკომის ყველა ქსელი და ბილაინი. თქვენ შეგიძლიათ ყველა ამ პროვაიდერიდან დარეკვა და დიმიტრი ცინცაძის დახმარების ფონდში ერთი ზარით ლარის ჩარიცხვა

ეს ნომერია : 0901 08 08 06

 

Previous Older Entries